Apple MagSafe ელემენტი – მიმოხილვა

ახალი MagSafe არის უკაბელო დამუხტვის გარე ელემენტი, რომლიც iPhone 12-ის უკანა მხარეს მაგრდება. ესაა Apple-ის რიგით მესამე მოწყობილობა გარე დამტენებში.

თუ თქვენ ამ ელემენტში 99$-ის გადახდას დააპირებთ

აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ყველა ფაქტორი:

MagSafe ელემენტის საუკეთესო მხარე, ჩართულ მდგომარეობაში სრწაფი, უკაბელო დამუხტვაა, თუმცა მას არ აქვს საკმარისი ენერგია iPhone 12 Mini–ს სრულად, 0-დან 100%-მდე დამუხტვისთვის. ასევე პარალელურად სმარფონის გამოყენება დამუხტვის პროცესს ანელებს.

პროდუქტის კიდევ ერთი დადებითი მხარე მისი ზომაა, იგი პატარა და კომპაქტურია. ელემენტი კარგადაა ინტეგრირებული iPhone-თან. თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ ელემენტის დამუხტვის დონე მოწყობილობების ვიჯეტში.

ელემენტის პირველი მიერთებისას თქვენს iPhone-ში გამოჩნდება ფანჯარა, რომელიც გამცნობთ, რომ ელემენტი არ დატენის თქვენს ტელეფონს 90%-ზე მაღლა, ვინაიდან უფრო მაღალ ნიშნულზე დამუხტვა ელემენტის სასიცოცხლო ცილკს ამოკლებს. — ჭკვიანური სვლაა. თუ თქვენ გსურთ, მოწყობილობის სრულად დამუხტვა, მას კონტროლ ცენტრში, ელემენტის ხატულაზე დაყოვნებული დაკლიკვით შეძლებთ.

ელემენტის ზომები იდეალურადაა მორგებული iPhone 12 Mini-ს ზომებს. თუ უფრო დიდი iPhone გაქვთ, ამ შემთხვევაში, ის უფრო უხერხულად იჯდება უკანა მხარეს, თუმცა, iPhone Pro Max-ის შემთხვევაში უფრო დადებითად გამოიყურება.

თუ თქვენ არ გაქვთ MagSafe ქეისი, ელემენტის მოჭიდება საკმაოდ სუსტი იქნება და მარტივად მოძვრება სმარტფონს. ასევე, ვერაფერს დატენით კაბელის გამოყენებით, ვინაიდან, ამ გზით ელემენტს მხოლოდ ენერგიის მიღება შეუძლია.

99%-იან კომპლექტაციაში, პროდუქტს არ მოყვება კაბელი და დამტენი მოწყობილობა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ფასის სიძვირეს.

დაბოლოს, ყოველთვის იქნება ორი მხარე, ის, ვინც ფიქრობს, რომ ესაა პროდუქტი რომელიც აუცილებლად უნდა ჰქონდეს და ფასი ნაკლებად ადარდებს და ის, ვინც ფიქრობს, რომ ელეგანტურობასა და ინტეგრაციაში 99$-ის გადახდა არ ღირს, როდესაც არსებობს ბევრად იაფი და მძლავრი ვარიანტები.

Apple MagSafe ელემენტი

7/10
ქულა

დადებითი

  • შესანიშნავად მუშაობს როგორც სადენიანი MagSafe დამტენი
  • კარგად არის ინტეგრირებული iPhone-ის პროგრამულ უზრუნველყოფასთან
  • შესაძლებელია სხვა Qi მოწყობილობების დამუხტვა, როგორიცაა AirPods

უარყოფითი

  • არ უზრუნველყოფს სრულ დატენვას iPhone 12-ის ნებისმიერი მოდელისთვის
  • Lightning კაბელი არ ტენის მოწყობილობებს
  • მაღალი ფასი
წინა სტატია

რევოლუციურმა AI სისტემამ ადამიანის დნმ-ის საიდუმლო ამოხსნა

შემდეგი სტატია

კრიტიკული ხარვეზი Jira-ში — Atlassian მომხმარებლებს განახლებისკენ მოუწოდებს

შეთავაზებული სტატიები

Microsoft, აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს დამატებითი რეალობის სათვალეებს გადასცემს

ტექნოლოგიურმა კორპორაცია მაიკროსოფტმა, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ, ვირტუალური რეალობის ჩაფხუტების, HoloLens 2-ის ტენდერში გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაციას…
გაიგე მეტი

Apple საკუთარ ვირტუალური რეალობის (VR) ჩაფხუტს გამოუშვებს

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი, ეფლი საკუთარ VR ჩაფხუტზე მუშაობს, რომელიც კომპანიის პროდუქტების სრულიად ახალ ხაზს დაუდებს სათავეს. “Apple Inc.-ის…
გაიგე მეტი

ელექტრონიკის გამოფენა CES 2021: ყველაზე საინტერესო 9 გაჯეტი

2021 წელს CES გამოფენა 11-14 იანვრის ჩათვლით, ონლაინ ფორმატში გაიმართება. სანამ მწარმოებლები საკუთარ ვირტუალურ შოურუმებს შემოგვთავაზებენ, შეგვიძლია მიმოვიხილოთ…
გაიგე მეტი
HTML tutorial HTML tutorial HTML tutorial


გაიგე პირველმა, გამოგვყევი ფეისბუქზე
მოწონება
Total
13
გაზიარება