Apple Pay-ს ბიტკოინებით გადახდის მხარდაჭერა დაემატა

ბიტკოინებით და სხვა კრიპტოვალუტებით გადახდების ყველაზე მსხვილი პროვაიდერი BitPay, რომელიც ამავე სახელწოდების პლასტიკურ ბარათებს ქმნის, ამიერიდან Apple Pay-ის მხარდაჭერითაც სარგებლობს.

“თუ უკვე სარგებლობთ BitPay Prepaid MasterCard-ის ბარათით, მაშინ მისი Apple Pay-ში დამატება ნებისმიერი სხვა პლასტიკური ბარათის მსგავსად შეგიძლიათ”, — წერია კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.

ასეთი სახით, BitPay ბარათების მფლობელებს, საშუალება ეძლევათ მაღაზიებსა თუ აპლიკაციებში ანგარიშსწორებისთვის ბიტკოინები გამოიყენონ. სანამ მომხმარებელი მის მიერ შეკვეთილ ფიზიკურ ბარათს მიიღებს, მას BitPay-ის ვირტუალური ბარათის Apple Pay-ში დამატება წინასწარ შეუძლია.

BitPay, криптовалюта, биткоин, bitcoin, эпл, Apple, цифровой, кошелек

აღნიშნული სიახლე კრიპტოვალუტის “ლეგალურობის” პრობლემას აგვარებს და მომხმარებელს საშუალებას აძლევს გამოიყენოს “ციფრული ფული” ყველგან, სადაც MasterCard-ის ბარათებით გადახდაა შესაძლებელი.

Business Wire-ის სტატიიდან ვიგებთ, რომ 2021 წლის, მარტის ბოლომდე BitPay-ის მხარდაჭერას Google Pay და Samsung Pay-იც მიიღებენ.

BitPay-ის პლატფორმა, ციფრული აქტივების სეგმენტში ერთ-ერთ უმსხვილეს საგადახდო სისტემას წარმოადგენს, რომელიც მომხმარებლებს კრიპტოვალუტით ტრანზაქციის წარმოების შესაძლებლობას აძლევს. კომპანიის მონაცემების მიხედვით, გასულ წელს მათ სისტემაში, თვეში საშუალოდ 94 000 ტრანზაქცია ხორციელდებოდა — აქედან 80% ბიტკოინების გამოყენებით.

Total
0
Shares
Previous Post

Mastercard წელს კრიპტოვალუტით გადახდებს განავითარებს

Next Post

Instagram-სა და Messenger-ში გაზიარებულ ბმულებს Facebook განზრახ ინახავს

Total
0
Share