Apple-მა Google-ი iOS-ის შავ პიარში დაადანაშაულა

Apple-ის განცხადებით Google-ი iOS-ში აღმოჩენილი მოწყვლადობის შესახებ ინფორმაციის გაზვიადების შედეგად მომხმარებლებში „შიშის გაღვივებას“ ცდილობს.

კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ Google-ის მიერ ნახსენები ჰაკერული შეტევა სინამდვილეში ნაკლებად მასშტაბური იყო და მომხმარებელთა უკიდურესად მცირე რაოდენობას შეეხო.

„Google-ის განცხადება, რომელიც iOS-ის შესაბამისი უსაფრთხოების განახლების შემდეგ მხოლოდ ნახევარ წელიწადში გამოქვეყნდა ქმნის ცრუ შთაბეჭდილებას, თითქოს iOS-ის მომხმარებლებზე რეალურ დროში მასობრივად მიმდინარეობს ფარული მიყურადება, რაც iPhone-ის მომხმარებლებში აჩენს შიშს იმასთან დაკავშირებით, რომ მათი მოწყობილობა უკვე კომპრომეტირებულია, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს“ —  Apple.

Apple-ის ინფორმაციით მავნე საიტები, რომლებზეც მომხმარებელთა გადასვლა  iOS-მოწყობილობაზე ნაწილობრივი კონტროლის დამყარებას იწვევდა მხოლოდ რამდენიმე თვე ფუნქციონირებდნენ.

Google-ის Project Zero-ს გუნდის წევრების დაკვირვებით, Apple-ის მობილური ოპერაციული სისტემის მომხმარებლები  მსგავსი ტიპის საიტებს დღეში რამდენჯერმე სტუმრობდნენ, რაც შეტევას „მასობრივს“ ხდიდა.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published.

Previous Post

Microsoft-მა დამხმარე პროგრამების კრებული PowerToys გამოუშვა

Next Post

Microsoft-ის პრეზიდენტი აშშ-ს დამოკიდებულებას Huawei-ს მიმართ „არაამერიკულს“ უწოდებს

Related Posts

ცნობილია შესაძლო ლოკაცია, საიდანაც ქართულ ვებ-გვერდებზე კიბერშეტევა განხორციელდა

დღეს დილიდან საქართველოს სამთავრობო, საპრეზიდენტო თუ საინფორმაციო/სამომხმარებლო საიტებზე მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა. ჰაკერმა (ან ჰაკერების ჯგუფმა) დიფეისის სახით საიტებზე…
გაიგე მეტი

2030 წლისთვის, კიბერუსაფრთხოებას მეტწილად ხელოვნური ინტელექტი უზრუნველყოფს — კვლევა

კიბერუსაფრთხოების საკითხზე მომუშავე კომპანია Trend Micro-ს ერთ-ერთი ბოლო კვლევის მიხედვით, ხელოვნურ ინტელექტს ამ მიმართულებით მომავალში დიდი გამოყენება ექნება.…
გაიგე მეტი

Facebook-ის 267 მილიონი მომხმარებლის მონაცემები ღია წვდომაში აღმოჩნდა

ღია წვდომაში მომხმარებლების სახელები, Facebook ID და ტელეფონის ნომრები აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Comparitech ავრცელებს. მომხმარებლების პირადი…
გაიგე მეტი
Total
0
Share