Siri-ზე მომუშავე ქვედანაყოფის ხელმძღვანელი Microsoft-ში გადავიდა

Apple-ის ხმოვან ასისტენტ Siri-ზე მომუშავე ქვედანაყოფის ხელმძღვანელმა, ბილ სთეზიორმა კუპერტინოს ოფისი 2019 წლის მაისში დატოვა და დღეს ის უკვე Microsoft-ის იმ დეპარტამენტის ხელმძღვანელია, რომელიც კომპანიაში ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობს.

ბილის კარიერა Apple-ში 2012 წელს დაიწყო და 2019-ში დასრულდა. ამ დროის განმავლობაში ის Siri-ზე მომუშავე ქვედანაყოფის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა. აღსანიშნავია, რომ Apple-ის ხმოვანი ასისტენტის დეპარტამენტს მისი არსებობის განმავლობაში ძალიან ხშირად უცვლიდნენ ხელმძღვანელებს. ჯერ იქ სკოტ ფორსტალი დაინიშნა, თუმცა Apple-ის რუკების სერვისთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ მან თანამდებობა დატოვა და მის ადგილას მუშაობა ედი ქიუმ გააგრძელა, ცოტახანში კი მიმართულების ხელმძღვანელის პოსტი კრეიგ ფედერიგიმ ჩაიბარა.

მიუხედავად იმისა, რომ Apple ხმოვანი ასისტენტების ისტორიაში ღირსეულად ატარებს პიონერის სახელს, ხოლო Siri მილარდზე მეტ მოწყობილობაზე მუშაობს, Amazon-მა და Google-მა მომხმარებლებს ბევრად ხარისხიანი და ეფექტური გადაწყვეტილებები შესთავაზა. საკუთარი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად Apple-მა გასულ წელს Google-დან ჯონ ჯანანდრეა წამოიყვანა, რომელიც საძიებო სისტემისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიმართულებით მუშაობდა. Google-დან წამოსული და დღეს Apple-ის თანამშრომელი არა მხოლოდ Siri-ზე, არამედ კომპანიის ყველა მიმდინარე ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ პროექტზე, უკვე როგორც Apple-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი მუშაობს.

Microsoft-ი, ისევე როგორც Apple სამომხმარებლო ხელოვნური ინტელექტის ბაზარზე სრულ ფიასკოს განიცდის. წარმატებას ვერც Cortana-მ მიაღწია და ნელ-ნელა ასისტენტი ისედაც მცირე ბაზარს ტოვებს. Siri-ს მსგავსად ბოლო დროს Cortana-ზე მომუშავე დეპარტამენტის ხელმძღვანელობაც არაერთხელ შეიცვალა. სანდო წყაროზე დაყრდნობით ბილ სთეზიორი არ იმუშავებს Cortana-ს განვითარებაზე. ნაცვლად ამისა მან ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტი ჩაიბარა.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published.

Previous Post

Twitter-მა სახელისუფლებო მედიის რეკლამა აკრძალა

Next Post

Your Phone აპლიკაცია Galaxy Note 10-თან Bluetooth-კავშირის გარეშე იმუშავებს

Related Posts

2025 წელს, ბირთვულ ძრავზე მომუშავე პირველ გემს ვიხილავთ

ზუსტად ოთხ წელიწადში, წყალში ჩაეშვება უნიკალური გემი, რომლის ბორტზე დიდ სფეროს დაინახავთ. გემის ინოვაციურობა მდგომარეობს იმაში, რომ მისი…
გაიგე მეტი

„ბოლო 5 წლის უდიდესი მიღწევა“. Google ამიერიდან ახლებურად ეძებს

კომპანია Google-მა ახალი, გაუმჯობესებული საძიებო ალგორითმის გამოყენება დაიწყო, რომელიც უკეთ გაიგებს მოთხოვნის შინაარსს. ამის შესახებ Google-მა ოფიციალური განცხადება…
გაიგე მეტი

Tesla Cybertruck: მიმების გმირზე 150 000-მდე წინასწარი შეკვეთა გაფორმდა

რამდენიმე დღის წინ Tesla-ს ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა ბრონირებული ელექტროპიკაპი წარმოადგინა, რომელიც  დიზაინის გამო მალევე მიმების მთავარ გმირად იქცა.…
გაიგე მეტი
Total
0
Share