გეიმერები კომპანია Blizzard-ს ბოიკოტს უცხადებენ

ვიდეო თამაშების შემქმნელ კომპანია Blizzard-ს გეიმერები ბოიკოტს უცხადებენ იმის შემდეგ, რაც კომპანიამ ერთ-ერთი კიბერსპორტსმენი ჰონგ-კონგის პროტესტის მხარდაჭერის გამო შეჯიბრზე არ დაუშვა.

ვიდეო თამაშების ინდუსტრია უკვე დიდი ხანია რაც ამ სიტყვის ვიწრო გაგებას გასცდა. დღეს, როდესაც ვსაუბრობთ ვიდეო თამაშების ინდუსტრიაზე, ვგულისხმობთ ერთ-ერთ უმსხვილეს ბაზარს, რომლის აუდიტორია ასობით მილიონ მომხმარებელს ითვლის. აღნიშნულ ინდუსტრიაში კიბერსპორტის შეჯიბრები სრულფასოვან დისციპლინად ჩამოყალიბდა, რომელშიც კიბერსპორტსმენებს საკუთარი ნიჭის გამოვლენა და ამით მილიონობით აშშ დოლარის გამომუშავება შეუძლიათ.

რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ ასეთ შეჯიბრზე კიბერსპორტის ისტორიაში სერიოზული სკანდალის მომსწრენი გავხდით. ვიდეო თამაშების ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა კომპანია Blizzard-მა კიბერსპორტსმენი blitzchung-ის Hearthstone-ის შეჯიბრიდან დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება მიიღო. შეგახსენებთ, რომ Blizzard-ს ეკუთვნის ისეთი თამაშები, როგორებიცაა Warcraft, Starcraft, Hearthstome და Overwatch. დისკვალიფიკაციის მიზეზად კიბერსპორტსმენის მიერ პირდაპირ ეთერში „ჰონგ-კონგის გათავისუფლების“ მოწოდება სახელდება.

Blizzard-ის მოდერატორებმა ეს ქმედება შეჯიბრის წესების დარღვევად ჩათვალეს და აღნიშნავენ, რომ ასეთი ტიპის ქმედება კომპანიის იმიჯს აზიანებს.

ვინაიდან აღნიშნული ფაქტი სცდება თამაშების ინდუსტრიას და ეხება მომხმარებლის გამოხატვის თავისუფლებას, გეიმერებმა Reddit-ზე Blizzard-ს ბოიკოტი საჯაროდ გამოუცხადეს.

გეიმერების თქმით ვიდეო თამაშების ამერიკული კომპანია ჩინეთის მიმართ ზედმეტ ლმობიერებას იჩენს, რასაც ისინი დიდი ბაზრის დაკარგვის და ჩინეთის ხელისუფლებასთან ზედმეტი პრობლემების  შიშით ხსნიან.

გეიმერები მასობრივად აუქმებენ Blizzard-ზე შეძენილ ანგარიშებს. მომხმარებელთა ნაწილი კი BlizzCon-ის ფესტივალზე დისკვალიფიცირებული კიბერსპორტსმენის მხარდასაჭერი ფლეშმობის გამართვის იდეით გამოდის.

მასობრივი უკმაყოფილების ფონზე კომპანია Blizzard-მა საკუთარ Reddit-ზე მომხმარებლებისთვის წვდომა შეზღუდა.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირაში ჩინეთის მთავრობამ ქვეყნის შიდა ქსელში ანიმაციური სერიალი „სამხრეთის პარკი“  დაბლოკა. შეზღუდვის მიზეზად სერია Band in China იქცა, რომელშიც ავტორები ამერიკულ კომპანიებს, კერძოდ კი Disney-ს დასცინის. სცენარის მიხედვით, საკუთარი ბიზნესის გაფართოების მიზნით Disney ჩინეთის მთავრობის მოთხოვნებს უპირობოდ ასრულებს.

სამხრეთის პარკის ჩინეთში დაბლოკვის შემდეგ ანიმაციური სერიალის შემქმნელებმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას ბოდიში მოუხადეს და რა თქმა უნდა ესეც იუმორით გააკეთეს. საჯარო ბოდიშის წერილი ასე ჟღერს:

„ოფიციალურად ბოდიშს ვიხდით ჩინეთის წინაშე. როგორც NBA, ჩვენ მივესალმებით ჩინეთის ცენზურას ჩვენს სახლებსა და გულებში. ჩვენც უფრო გვიყვარს ფული, ვიდრე თავისუფლება და დემოკრატია. სი საერთოდ არ გავს ვინი პუჰს. უყურეთ ჩვენს 300-ე სერიას ოთხშაბათს, 22:00-ზე! გაუმარჯოს ჩინეთის კომუნისტურ პარტიას!  გისურვებთ ამ შემოდგომას სორგოს უხვი მოსავლის აღებას! ჩინეთო, ახლა კარგები ვართ?“

სამხრეთის პარკის სკანდალური სერიის ყურება შეგიძლიათ აქ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

წინა სტატია

Excel-ს Android-ზე 1 მილიარდი გადმოწერა აქვს

შემდეგი სტატია

Microsoft-მა მშობლებისთვის ბავშვების კონტროლის სერვისი განაახლა

შეთავაზებული სტატიები

ვატიკანმა Minecraft-ში საკუთარი ოფიციალური სერვერი შექმნა

კათოლიკური ეკლესიის მღვდელმა, რობერტ ბალესერმა Minecraft-ში ვატიკანის ოფიციალური სერვერი გახსნა. იგი „არატოქსიკური მოთამაშეებისთვის“ არის განკუთვნილი. „შევქმენით გარემო, რომელშიც…
გაიგე მეტი

აშშ-ს კონგრესმენი ფულს Steam-ის თამაშებში უკანონოდ ხარჯავდა

აშშ-ს კონგრესმენ, დუნკან ჰანთერს ბრალი წინასაარჩევნო კამპანიისთვის განკუთვნილი ფულის არამიზნობრივ ფლანგვაში ედება. ეჭვმიტანილმა ბრალი უკვე აღიარა. ივნისის თვეში…
გაიგე მეტი

EA ორფაქტორიანი ავტორიზაციის გააქტიურების სანაცვლოდ Origin Access-ზე ერთთვიან წვდომას გთავაზობთ

EA-მ საინტერესო კამპანია წამოიწყო, რომელიც მომხმარებლების ანგარიშების უსაფრთხოების გაძლიერებას ემსახურება. ყველა, ვინც Origin-ში საკუთარ პროფილზე ორფაქტორიან ავტორიზაციას გაააქტიურებს…
გაიგე მეტი
HTML tutorial HTML tutorial HTML tutorial


გაიგე პირველმა, გამოგვყევი ფეისბუქზე
მოწონება
Total
0
გაზიარება