Bloomberg-ის ინოვაციური ქვეყნების სტატისტიკა

Bloomberg-მა ქვეყნების ახალი ინოვაციურობის ინდექსი გამოაქვეყნა, რომლის პირველ ადგილს სამხრეთ კორეა იკავებს. მეორე და მესამე ადგილებს სინგაპური და შვეიცარია ინაწილებენ, რეიტინგის გასული წლის ლიდერმა, გერმანიამ მე-4 ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო აშშ, ამჯერად TOP 10 ქვეყანაშიც ვერ მოხვდა.

ინოვაციურობის რეიტინგზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია პანდემიამ, რომელთან ბრძოლაც ინოვაციების მთავარ გამოწვევად იქცა.

როგორც სააგენტო აღნიშნავს, რეიტინგის პირველ ადგილებს იკავებენ ის ქვეყნები, რომლებიც პანდემიასთან წარმატებული ბრძოლით გამოირჩევიან — სამხრეთ კორეა, გერმანია და ისრაელი. ინდექსში აშშ-ის არც თუ ისეთი მაღალი პოზიციის მიუხედავად, მის რეინტიგზე მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა იქონიეს ისეთმა ტექნოლოგიურმა გადაწყვეტებმა, როგორიცაა ვიდეოსერვისი Zoom, რომლის აუდიტორია, პანდემიის დროს მკვეთრად გაიზარდა და COVID-19-ის ვაქცინის შემქმნელი Pfizer.

როგორც Bloomberg-ის ჟურნალისტები აღნიშნავენ, ინოვაციურობის მაჩვენებლებით ბოლო წლებში აზიის ქვეყნები მნიშვნელოვნად ლიდერობენ. 2021 წელს სამხრეთ კორეამ პირველი ადგილი პატენტების მიმართულებით მაღალი აქტივობითა და სამეცნიერო ვკვლევებისა და წარმოების მაღალი მაჩვენებლებით მიაღწია. სინგაპურმა მოქალაქეებისა და კომპანიებისთვის კარანტინის დროს მნიშვნელოვანი ფულადი კომპენსაცია გაიღო, რამაც ქვეყნის რეიტინგზე იმოქმედა და ქვეყანამ ამ ინდექსში მე-2 ადგილი დაიკავა. შვეიცარიამ საკუთარი თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა ფინანსებსა და ბიოტექნოლოგიებში, რამაც ქვეყანას საშუალება მისცა ამ ინდექსში მე-3 ადგილი დაეკავებინა.

აშშ კი ბოლო წლების ტენდენციას ინარჩუნებს, რის გამოც ქვეყანა ინოვაციურობის ინდექსის ათეულშიც კი ვეღარ მოხვდა — 2021 წელს ქვეყანამ მე-11 ადგილი დაიკავა. როგორც Bloomberg-ში აღნიშნავენ, ქვეყანაში მეცნიერებასა და ტექნოლოგიების მიმართულებით მაჩვენებლების გაუარესება შეიმჩნევა. ქვეყნის ეროვნული საბჭო მეცნიერების საკითხებში აღნიშნავს, რომ აშშ აღარ თამაშობს მნიშვნელოვან როლს მეცნიერების იმ დარგებში, სადაც ქვეყანას ყოველთვის წამყვანი პოზიციები ეკავა. გამოცემა აღნიშნავს, რომ აშშ-ს შედარებით ცუდი მაჩვენებლები აქვს განათლების მიმართულებითაც, რაც, დიდი ალბათობით, ტრამპის ადმინისტრაციის დროს სავიზო პოლიტიკის გამკაცრების შედეგად, უცხოელი სტუდენტების შემცირებითაა განპირობებული.

ინოვაციურობის ინდექსში უკან დაიხია ჩინეთმაც — ქვეყანამ მე-16 ადგილი დაიკავა. ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ქვეყანა კარგად გაუმკლავდა პანდემიას და სწრაფად აღადგინა ეკონომიკა, თუმცა ჩინეთში ჯერ კიდევ დგას წარმოების მაღალი საფასურის პრობლემა, რაშიც მას დიდ კონკურენციას უწევენ მეზობელი ვიეტნამი და ბანგლადეში.

Total
0
Shares
Previous Post

Microsoft-მა, დისტანციური სამუშაო პროცესების გასამარტივებლად, პლატფორმა Viva წარმოადგინა

Next Post

ილონ მასკის ეფექტი — სოც.ქსელი Clubhouse რეკოდრულად პოპულარული ხდება

Related Posts

Reddit განვითარების ახალ ეტაპზე გადადის

2021 წლის 8 თებერვალს, Reddit-მა განვითარების ახალი ეტაპი დააანონსა, რომელიც გლობალურად, სტრატეგიული ინვესტიციების მოზიდვასა და დაფინანსების რიგით მე-5…
გაიგე მეტი

ირანი, კრიპტოვალუტის მაინერების გამო ელ.ენერგიის გარეშე დარჩა

ირანის მთავრობა დარწმუნებულია, რომ ქვეყნის რამდენიმე დიდ ქალაქში ელექტროენერგიის გათიშვა კრიპტოვალუტის მაინერებს უკავშირდება. მაინერების გამო ჩაბნელდა ისეთი ქალაქები,…
გაიგე მეტი

Microsoft-მა, დისტანციური სამუშაო პროცესების გასამარტივებლად, პლატფორმა Viva წარმოადგინა

კორპორაცია მაიკროსოფტმა ახალი ბიზნეს გადაწყვეტა შექმნა, რომელიც თანამშრომლების დისტანციურ სამუშაო პროცესს მნიშვნელოვნად გაამარტივებს. “ჩვენ, დისტანციური მუშაობის ყველაზე დიდ…
გაიგე მეტი
Total
0
Share