Click to Call — კომპიუტერიდან ტელეფონით ზარის განხორციელების ფუნქცია Google Chrome-ში იტესტება

Google Chrome-ის დეველოპერებმა რამდენიმე ხნის წინ ბრაუზერში სმარტფონზე ბმულების გაგზავნის ფუნქცია დაამატეს. ამჟამად ანალოგიური შესაძლებლობა სატელელფონო ნომრებისთვისაც იტესტება.

რა ვიცით Click to Call-ის შესახებ

Click to call უკვე გამოჩნდა Google Chrome Beta 78-ში. ფუნქციის აქტივაციისთვის ბრაუზერის ველში შემდეგი მისამართი უნდა აკრიფოთ:

chrome://flags/#click-to-call-context-menu-selected-text

ახალი ფუნქცია შეუფერხებლად მუშაობს Android Pie და Android 10-ზე. უფრო ძველ ვერსიებთან დაკავშირებით მოცემულ მომენტში ინფორმაცია არ გვაქვს.

როგორ მუშაობს

თუ კომპიუტერში გახსნილ ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომი იქნება ტელეფონის ნომერი, გვერდის ბმულის გასწვრივ ტელეფონის სიმბოლოს დაინახავთ. გარდა ამისა, თქვენ თავად შეგიძლიათ მონიშნოთ სასურველი ტელეფონის ნომერი და კონტექსტური მენიუს საშუალებით სმარტფონზე ზარის განხორციელების ბრძანება გააგზავნოთ.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published.

Previous Post

Microsoft-მა მშობლებისთვის ბავშვების კონტროლის სერვისი განაახლა

Next Post

დიდი გადაბარგება: სად გარბიან ელექტრონიკის მწარმოებლები ჩინეთიდან და როგორ აისახება ეს ჩვენზე

Related Posts

ახალ Qualcomm Snapdragon 865-ს 200 მპ-მდე კამერის მხარდაჭერა ექნება

კომპანია Qualcomm-მა 4 დეკემბერს ახალი Snapdragon 865 და 765 პროცესორები წარმოადგინა და მათ ძირითად უპირატესობებზე ისაუბრა. ახალი პროცესორი…
გაიგე მეტი

MacOS-ზე Word-ში PDF ფაილების გახსნისა და რედაქტირების ფუნქცია გამოჩნდა

Mac-ისთვის განკუთვნილ Office-ის საცდელ ვერსიაში PDF ფაილებთან მუშაობის შესაძლებლობა გამოჩნდა. ეს როგორც აღნიშნული ფაილების ტიპის გახსნას, ისე მათ…
გაიგე მეტი

გამოვიყენოთ თუ არა WhatsApp — ახალი კონფიდენციალობის პოლიტიკის რისკები

ვინც დღემდე იყენებს WhatsApp-ს, შესაძლოა ამ დღეებში, აპლიკაციაში შესვლისას გადააწყდებოდა შეტყობინებას, რომელიც მომხმარებელს ახალი კონფიდენციალობის პოლიტიკის შესახებ აფრთხილებს.…
გაიგე მეტი
Total
0
Share