fbpx
აპლიკაციებიკიბერუსაფრთხოება

Clubhouse–ის 1.3 მილიონი მომხმარებლის პირადმა მონაცემებმა ქსელში გაჟონა

1 Mins read

როგორც ჩანს, სოციალური ქსელის პლატფორმების წლის ყველაზე ცუდ კვირას, მონაცემთა გაჟონვის თვალსაზრისით, ქლაბჰაუსიც შეუერთდა.

Facebook-სა და LinkedIn-ის მილიარდზე მეტი პროფილიდან მოპარული, პირადი მონაცემების შემდეგ ქლაბჰაუსის ჯერიც დადგა. როგორც ჩანს, პლატფორმამ იგივე ბედი გაიზიარა და SQL მონაცემთა ბაზა 1.3 მილიონი მომხმარებლის მოპარული, პირადი მონაცემებით, უფასოდ, ჰაკერების პოპულარულ ფორუმზე განთავსდა.

Clubhouse-ს აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით, კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

რას მოიცავს გაჟონილი მონაცემები?

გაჟონილი მონაცემთა ბაზა, შეიცავს ქლაბჰაუსის მომხმარებლებელთა პროფილების მრავალფეროვან ინფორმაციას, მათ შორის:

  • მომხმარებლის ID
  • სახელი
  • ფოტოს URL მისამართი
  • მომხმარებლის სახელი (Username)
  • Twitter-ის მომხმარებლის სახელი
  • Instagram-ის მომხმარებლის სახელი
  • მიმდევრების (Followers) რაოდენობა
  • ადამიანების რიცხვი, რომელთა მიმდევარიცაა (Followed) მომხმარებელი
  • ანგარიშის შექმნის თარიღი
  • მოწვეული მომხმარებლის პროფილის სახელი
გაჟონილი მონაცემების მაგალითი

რა საფრთხეს წარმოადგენს ეს ჩვენთვის?

გაჟონილი ფაილების მონაცემები, ბოროტმოქმედების მიერ, შეიძლება გამოყენებულ იქნას Clubhouse-ის მომხმარებლების მიმართ მრავალი გზით, მათ შორის:

  • მიზნობრივი ფიშინგის ან სოციალური ინჟინერიის სხვა სახის თავდასხმების განხორციელება.

მოპარული SQL მონაცემთა ბაზა, მხოლოდ Clubhouse–ის პროფილის ინფორმაციას შეიცავს — ჰაკერების მიერ გამოქვეყნებულ არქივში, ისეთი სენსიტიური მონაცემები როგორიცაა, საკრედიტო ბარათი ან იურიდიული დოკუმენტები, არ იქნა ნაპოვნი. თუმცა ის, რომ პროფილის სახელიც კი, მომხმარებლის სხვა სოციალური მედიის პროფილებთან კავშირითაა დადგენილი, შესაძლოა სრულიად საკმარისი აღმოჩნდეს კომპეტენტური კიბერ კრიმინალისთვის, რომ ვინმეს რეალური ზიანი მიაყენოს.

კიბერ თავდამსხმელებს, გაჟონილ SQL მონაცემთა ბაზაში ნაპოვნი ინფორმაცია, შეუძლიათ დააკავშირონ სხვა გაჟონილ მონაცემებთან, მათი პოტენციური მსხვერპლის დეტალური, სრულყოფილი პროფილის შექმნის მიზნით. მათ ხელთ არსებული, ამგვარი ინფორმაციით, შესაძლებელი ხდება უფრო დამაჯერებელი ფიშინგისა და სოციალური ინჟინერიის შეტევები ან პერსონალური მონაცემების მითვისებაც კი მოახდინონ იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომელთა შესახებ ინფორმაცია ჰაკერების ფორუმზე გამოიკვეთა.

თუ გაგიჩნდათ ეჭვი, რომ შესაძლოა თქვენი Clubhouse პროფილის მონაცემებმაც გაჟონა, გირჩევთ:

ასევე, ფრთხილად იყავით ფიშინგ ელ.ფოსტებსა და ტექსტურ შეტყობინებებთან. არ დააჭიროთ რაიმე საეჭვო ლინკს და არ უპასუხოთ არავის, ვისი ვინაობაც თქვენთვის უცნობია.

Clubhouse-დან გაჟონილი ინფორმაციის შესახებ ჩვენი გამოძიება გრძელდება. ახალი ინფორმაციის მიღებისთანავე დაგიბრუნდებით. გვადევნეთ თვალი და გაიგეთ სიახლეები პირველმა.

დაკავშირებული სტატიები
აპლიკაციები

Android-ის Chrome-ში ნივთების ფასებზე დაკვირვების ფუნქცია დაემატა

1 Mins read
Android-ის ოპერაციულ სისტემაზე გამოსულ Chrome 90-ში სასურველ ნივთების ფასზე დაკვირვების ფუნქცია გამოჩნდა, რომელიც დაუყოვნებლივ შეგატყობინებთ ნებისმიერ ცვლილებას. თუმცა, როგორც ჩანს, ის ჯერ…
აპლიკაციები

Clubhouse მონეტიზაციას ამატებს

1 Mins read
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ Clubhouse, კონტენტის მონეტიზაციის მიზნით პლატფორმაზე Payments ფუნქციას ამატებს. საწყის ეტაპზე, ფუნქცია სატესტო რეჟიმში იმუშავებს. ამის შესახებ…
კიბერუსაფრთხოება

ვირუსთა წარმომავლობაზე მონადირე ქართული ხელსაწყო — მოხუცი ბობი

1 Mins read
დღეს, კიბერუსაფრთხოებაში საკმაოდ დიდ როლს თამაშობს რევერსული ინჟინერია. სწორედ რევერსული ინჟინერიის დახმარებითაა შესაძლებელი ვირუსების წარმოშობის თუ კავშირის დადგენა, თუმცა ეს ყოველთვის არ…
Power your team with InHype

Add some text to explain benefits of subscripton on your services.