COVID-19: წესების დაცვის შემთხვევაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უსაფრთხოა — კვლევა

მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პირველი ლოქდაუნის შემდეგ, მსოფლიო ნელ-ნელა, მაგრამ მაინც უბრუნდება ეკონომიკურ საქმიანობას, ხოლო მოქალაქეები, გადაადგილებისთვის ისევ საზოგადოებრივ ტრანსპორტს მიმართავენ.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყნების მთავრობები აქტიურად მუშაობდნენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალ პირობებთან და რეალობასთან ადაპტაციის საკითხზე — სხვადასხვა ქვეყნებში დაინერგა ტრანსპორტის დატვირთვის მონიტორინგის სისტემები, გაიზარდა მომსახურე ტრანსპორტის რაოდენობა და უსაფრთხოების ახალი წესები.

მიუხედავად ამისა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ხშირად ხდებოდა მედიასაშუალებებისა და მთავრობის თავდასხმის ობიექტი. ეპიდემიოლოგები გვირჩევენ გადავიდეთ სხვა სატრანსპორტო საშუალებებზე, როგორებიცაა ავტომობილი, ტაქსი, ველოსიპედი ან სულაც ფეხით ვისეირნოთ. საზოგადოებრივი ტრანსპორტის საერთაშორისო ორგანიზაციის (UITP) კვლევის მიხედვით, მსგავსი მიდგომა საფრთხეს უქმნის მდგრად მობილობას მომავალში. სამეცნიერო კვლევაზე დაყრდნობით, აღნიშნული ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მარტივადაა შესაძლებელი წესების დანერგვა, რომლებიც ყველა რისკს მინიმუმამდე დაიყვანს და მგზავრებს უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას მისცემს.

კვლევის შედეგები

დღეს, კვლევებით დასტურდება, რომ ჯანმოს რეკომენდაციების დაცვის შემთხვევაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში COVID-19-ით ინფიცირების რისკი მინიმალურია. თუ ვაღიარებთ იმას, რომ ნულოვანი რისკი ბუნებაში არ არსებობს, მაშინ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქში გადაადგილების ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო საშუალებად რჩება. მოკლედ რომ ვთქვათ, რეგულაციების და უსაფრთხოების წესების დაცვის შემთხვევაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი პანდემიის პირობებში სრულიად უსაფრთხოა.

რკინიგზის უსაფრთხოების საკითხებით დაკავებული ბრიტანული ორგანიზაციის (RSSB) კვლევის მიხედვით, COVID-19-ით ინფიცირების რისკი მატარებელში 0,01%-ს შეადგენს — იმისთვის, რომ დაინფიცირდეთ, საშუალოდ 11 000-ჯერ უნდა იმგზავროთ. ხოლო, თუ მგზავრობისას პირბადეს გამოიყენებთ, ეს რისკი 2-ჯერ მცირდება და ამჯერად, დასაინფიცირებლად უკვე 20 000-ჯერ უნდა იმგზავროთ.

კოლორადოს უნივერსისტეტის მიერ ჩატარებული მოდელირებული კვლევის მიხედვით კი ირკვევა, რომ კარგი ვენტილაციის პირობებში, მეტროში 70 წუთიანი მგზავრობის დროს, თუ ადამიანი არ ისაუბრებს, COVID-19-ით ინფიცირების რისკი 0%-თან ახლოსაა. ავტობუსში კი ამის რისკი საერთოდ არ არსებობს.

გარდა ამისა, საქართველოში არ გვახსენდება არცერთი დადასტურებული ინფიცირების შემთხვევა, როცა ადამიანი, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების დროს დაინფიცირდა.

წინა სტატია

ირანი, კრიპტოვალუტის მაინერების გამო ელ.ენერგიის გარეშე დარჩა

შემდეგი სტატია

ატლანტის ოკეანე ყოველწლიურად ფართოვდება

შეთავაზებული სტატიები

ინტერნეტის სიჩქარე ქვეყნების მიხედვით

ინტერნეტი (Internet – Interconnected Network – ურთიერთდაკავშირებული ქსელი) მის შექმნას საფუძვლად პოლიტიკური სარჩული უდევს. 1947 წელს, რუსეთის მიერ გაშვებული…
გაიგე მეტი

10 დამაფიქრებელი წიგნი კაცობრიობის მომავალზე

სიმართლეა, რომ რაც უფრო მეტი ვიცით რაღაცის შესახებ, მით უკეთესად გვესმის იგი და მით უფრო ადვილია მისი „გამოსწორება“,…
გაიგე მეტი

ყავის დალევამ შესაძლოა დემენცია გამოიწვიოს

დიდი ბრიტანეთის ბიობანკის მონაცემთა ბაზაში 17,702 მოხალისის სამედიცინო ჩანაწერების შესწავლის შემდეგ, სამხრეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა, აღმოაჩინა განსაცვიფრებელი…
გაიგე მეტი
HTML tutorial HTML tutorial HTML tutorial


გაიგე პირველმა, გამოგვყევი ფეისბუქზე
მოწონება
Total
24
გაზიარება