Microsoft-მა Office-ის მობილური აპლიკაციების „მუქი“ თემა წარმოადგინა

დაახლოებით ერთი წლის წინ Microsoft-მა Outlook-ის მობილური აპლიკაციის მუქი თემის შემუშავება დააანონსა. iOS-ის და Android-ის მომხმარებლებისთვის, რომლებსაც მუქი თემა მოსწონთ სასიხარულო ამბავი გვაქვს. Microsoft-მა Android და iOS-ზე Outlook-ის აპლიკაციში მუქი თემის ეტაპობრივად გავრცელება დაიწყო. მომხმარებლებს განახლების მიღების შემდეგ სურვილისამებრ შეეძლებათ გაფორმების მუქ თემაზე შეცვლა, ხოლო Android მომხმარებლების შემთხვევაში სმარტფონზე ენერგიის დაზოგვის რეჟიმის გააქტიურებისთანავე ელ.ფოსტის კლიენტი ავტომატურად „ჩაბნელდება“. iOS 13-ის გამოსვლის შემდეგ კი Outlook-ის ღია და მუქი თემა ოპერაციული სისტემის გაფორმების შესაბამისად შეიცვლება. მართალია, განახლების გავრცელება უკვე დაწყებულია, თუმცა მას ერთდროულად ყველა ვერ მიიღებს რადგან ის, ტრადიციისამებრ ეტაპობრივად ვრცელდება.

Dark Mode on various web programs.

Outlook-ი Microsoft-ის ერთადერთი აპლიკაცია არაა, რომელმაც თვალისთვის მეგობრული მუქი გაფორმება მიიღო. ახალი თემა iOS 13-ის გამოსვლასთან ერთად Word, Excel, PowerPoint, SharePoint, OneDrive, Planner და To-Do-შიც კი გამოჩნდება. მუქი გაფორმება Office.com-ის ბეტა-ვერსიაშიც დაემატა.

Office-ის დიზაინის ხელმძღვანელმა Medium-ის ბლოგზე გამოქვეყნებულ ჩანაწერში აღნიშნავს, რომ მუქი თემა არ წარმოადგენს მხოლოდ ფონის ინვერსიას. დიზაინერებმა ახალი თემა ნულიდან შექმნეს, რისთვისაც Fluent საფირმო დიზაინის ნაცრისფერი პალიტრა აირჩიეს. დიზაინში ასევე დამუშავებულია კონტრასტი, ფერების სიმკვეთრე და დაცულია სტილის ერთიანობა ისეთ დეტალებშიც კი, როგორებიცაა ჩრდილები და აქცენტები. ახალი თემის გამოსვლასთან დკაავშირებით Microsoft-მა შთამბეჭდავი ვიდეორგოლიც წარმოადგინა.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published.

Previous Post

Microsoft-მა 2 ოქტომბერს შესაძლოა ახალი Surface მოწყობილობა წარმოადგინოს

Next Post

გამოვიდა Windows 10 1903-ის დაგროვებითი განახლება (18362.329)

Related Posts

Microsoft-მა დამხმარე პროგრამების კრებული PowerToys გამოუშვა

რამდენიმე თვის წინ Microsoft-მა დამხმარე პროგრამების (უტილიტების) კრებულის— PowerToys-ის აღდგენა დააანონსა, რომელიც Windows XP/95-ის დროს მომხმარებლებს ოპერაციულ სისტემაში…
გაიგე მეტი

Google Meet-ის ულიმიტო გამოყენების შესაძლებლობა 30 ივნისამდე გახანგრძლივდა

გასული წლის გაზაფხულზე, როცა COVID-19-ით გამოწვეული პანდემია ძალებს იკრებდა, გუგლმა საკუთარი ვიდეოზარების სერვისის, Google Meet-ის ფასიანი შესაძლებლობები ყველა…
გაიგე მეტი

Google Maps-ს „ინკოგნიტო“ რეჟიმი დაემატა

სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ კომპანიამ Google Maps-ისთვის ახალი „ინკოგნიტო“ რეჟიმის ტესტირება დაიწყო. დღეს აღნიშნული სიახლე ოფიციალურად დაანონსდა. სიახლე…
გაიგე მეტი
Total
0
Share