Microsoft-ის პრეზიდენტი გამანადგურებელი რობოტებისთვის ახალი ჟენევის კონვენციის შექმნის ინიციატივით გამოდის

Microsoft-ის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურის, ბრედ სმიტის აზრით დროა შეიქმნას ახალი ციფრული ჟენევის კონვენცია, რომელიც ლეტალური შეიარაღების ავტონომიური სისტემების განვითარებას შეზღუდავს.

ჟენევის კონვენცია 1864 წლიდან შეიარაღების გამოყენებასა და მისი გამოყენებით კონფლიქტებში მოქმედების წესებს არეგულირებს. აღნიშნული კონვენცია თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების პირობებში გამოუსადეგარ ქაღალდად გადაიქცა, რადგან საერთაშორისო კომიტეტებსა და ორგანიზაციებს ახალი თავის ტკივილი აქვთ — ავტონომიური შეიარაღება.

ყველამ ვიცით, რომ ტექნოლოგიური კომპანიები, როგორებიც არიან Google, Amazon, Microsoft, IBM და სხვები პირდაპირ თუ ირიბად  სამხედრო ორგანიზაციებთან თანამშრომლობენ. ამისდა მიუხედავად, კომპანია Microsoft-ის პრეზიდენტი საერთაშორისო ორგანიზაციებს ციფრული ჟენევის კონვენციის შექმნისკენ მოუწოდებს, რაც რობოტიზირებული შეიარაღების მასობრივი გავრცელების საშიშროებას აღკვეთავს.

გამოცემა The Telegraph-თან ინტერვიუში სმიტმა განაცხადა: „ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ საფრენი, საზღვაო თუ სახმელეთო უპილოტო აპარატები ისეთი გამანადგურებელი იარაღით აღიჭურვოს, როგორებიცაა რაკეტები, ბომბები, ტყვიამფრქვევები და სხვა. ამასთან ერთად შესაძლებელი ხდება ამ იარაღის ნაწილობრივ თუ სრულ ავტონომიურობაზე დაპროგრამება, რაც საბოლოო ჯამში მრავალ ქვეყანაზე იქონიებს გავლენას.“

ამ პირობებში კიდევ უფრო რთულდება ამ ტექნოლოგიების გამოყენებით მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებელი პირის დადგენა.

ამჟამად მსგავს ტექნოლოგიებზე ძირითადი პოლიტიკური მოთამაშეები მუშაობენ, რომელთა შორის შემდეგი ქვეყნებიც არიან: აშშ, ჩინეთი, ისრაელი, სამხრეთ კორეა, რუსეთი და დიდი ბრიტანეთი. სამომავლოდ ავტომატიზირებული შეიარაღების სისტემებმა შესაძლოა უდიდესი საფრთხე შეუქმნან კაცობრიობას, რადგან ცეცხლის გახსნის გადაწყვეტილების მიმღები ამ დროს უკვე არა ადამიანი, არამედ პროგრამული კოდი და ხელოვნური ინტელექტი იქნება.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published.

Previous Post

Huawei-მ Mate 30/Mate 30 Pro-ზე სისტემის ჩამტვირთველი (bootloader) განბლოკა

Next Post

Swipe Night: Tinder-ი ინტერაქტიულ სერიალს უშვებს

Related Posts

Huawei-მ ეკრანისა და უკანა მინის ნაკაწრების აღდგენის მეთოდი დააპატენტა.

Huawei-მ მინის ნაკაწრების აღდგენის მეთოდსა და საჭირო მოწყობილობასთან დაკავშირებით, პატენტის განაცხადი 2019 წლის 20 ივნისს CNIPA– ში (ჩინეთის…
გაიგე მეტი

Apple-ი საკუთარი კოსმოსური თანამგზავრების სისტემის შექმნაზე მუშაობს

თანამგზავრების ტექნოლოგიამ ინტერნეტ-სერვისები Apple-ის მოწყობილობებს მობილური ოპერატორის გვერდის ავლით უნდა მიაწოდოს. კუპერტინოში საჭირო სპეციალისტების გუნდი აღნიშნულ პროექტზე უახლოესი…
გაიგე მეტი

Microsoft Teams-ის მოხმარება 40%-ით გაიზარდა; ახალი შესაძლებლობები „გზაშია“

ბოლო მოვლენების შედეგად Microsoft Teams-ის მომხმარებელთა რაოდენობა 40%-ით გაიზარდა და ჯამში სერვისს უკვე 44 მილიონი ყოველდღიური მომხმარებელი ყავს.…
გაიგე მეტი
Total
0
Share