MacOS-ზე Word-ში PDF ფაილების გახსნისა და რედაქტირების ფუნქცია გამოჩნდა

Mac-ისთვის განკუთვნილ Office-ის საცდელ ვერსიაში PDF ფაილებთან მუშაობის შესაძლებლობა გამოჩნდა. ეს როგორც აღნიშნული ფაილების ტიპის გახსნას, ისე მათ რედაქტირებასაც ეხება, რის შედეგადაც მომხმარებლებს აღარ დასჭირდებათ დამატებითი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება. PDF ფაილის გახნისას Word-ში იგი ავტომატურად დაკონვერტირდება DOCX ფორმატში, ხოლო მუშაობის დასრულების შემდეგ თქვენ მისი შენახვა ისევ PDF ფორმატში შეგიძლიათ.

ახალი ფუნქცია Office Fast Ring ინსაიდერებისთვის უკვე ხელმისაწვდომია. ახალი ფუნქციის მხარდაჭერა Word-ის 16.29 ანაწყობში გამოჩნდა. უახლოეს მომავალში აღნიშნული ვერსია Slow Ring და სტაბილური არხითაც გავრცელდება.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published.

Previous Post

Apple-მა iOS 13, watchOS 6, macOS Catalina და iPadOS 13 წარმოადგინა

Next Post

Fast Ring-ზე Windows 10-ის 18980 საცდელი ანაწყობი გამოვიდა

Related Posts

Excel-ს Android-ზე 1 მილიარდი გადმოწერა აქვს

Microsoft-ი საკმაოდ დიდ ინვესტიციას დებს საკუთარი Android აპლიკაციების განვითარებაში. კომპანიის აპლიკაციების აქტიურმა განვითარებამ Google-ის მობილურ პლატფორმაზე უამრავ დადებით…
გაიგე მეტი

Android-ის Chrome-ში ნივთების ფასებზე დაკვირვების ფუნქცია დაემატა

Android-ის ოპერაციულ სისტემაზე გამოსულ Chrome 90-ში სასურველ ნივთების ფასზე დაკვირვების ფუნქცია გამოჩნდა, რომელიც დაუყოვნებლივ შეგატყობინებთ ნებისმიერ ცვლილებას. თუმცა,…
გაიგე მეტი

Google Assistant-ი უკვე Xbox One-ზეა

Microsoft-მა Xbox One-დან საკუთარი ხმოვანი ასისტენტი, Cortana წაშალა რითაც სხვა დეველოპერებს სათამაშო კონსოლისთვის საკუთარი გადაწყვეტილებების ინტეგრირების საშუალება მისცა.…
გაიგე მეტი
Total
0
Share