ევროკავშირი Apple-ის Lightning პორტის აკრძალვისთვის ემზადება

ევროპის კომისია მობილური მოწყობილობებისთვის დამუხტვის ერთიანი სტანდარტის დანერგვას ითხოვს.

ევროკავშირი უკვე დიდიხანია, რაც მობილურების მწარმოებელ კომპანიებს ერთიანი სტანდარტის დანერგვისკენ მოუწოდებს.

ევროპარლამენტის რამდენიმე წევრი ევროკომისიას შესაბამისი ზომების მიღებას ურჩევს, რაც მობილურების მწარმოებლებს დამუხტვის ერთიანი სტანდარტის მიღებას დაავალდებულებს. კომისარი მაროს სეფკოვიჩის თქმით კომისია პრობლემას „საკანონმდებლო ცვლილებით“ მოაგვარებს.

ევროპის კომისია აღნიშნულ საკითხზე უახლოეს სხდომაზე იმსჯელებს. აღსანიშნავია, რომ შესაბამისი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში Apple-ს საკუთარ სმარტფონებში Lightning-ის Type-C პორტით ჩანაცვლება მოუწევს.

მართალია, მობილური მოწყობილობების დამუხტვა ჯერ-ჯერობით არ მოექცა ერთიანი სტანდარტის ქვეშ, თუმცა ევროკომისიის სპეციალური კამპანიის შედეგად დამუხტვისთვის განკუთვნილი პორტების  30 სახეობიდან დღეს მხოლოდ სამი— USB Type C, micro-USB და Apple Lightning-ი გვაქვს.

ევროპარლამენტში გამართული დისკუსიის დროს გაჟღერდა მოსაზრება, რომ ტექნოლოგიური კომპანიების მიერ განსხვავებული სტანდარტების გამოყენებამ მომხმარებლებს მრავალი სხვადასხვა კაბელისა და ადაპტერის შეძენა აიძულა.

აღნიშნულ განცხადებებზე Apple-ს კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა რამდენიმე თვით ადრე კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ ერთიანი სტანდარტის შემოღება შეაფერხებდა დამუხტვის ტექნოლოგიის განვითარებას. გარდა ამისა iPhone-ის USB-C სტანდარტზე გადაყვანა გამოიწვევს მომხმარებლების მიერ უკვე შეძენილი Lightning კაბელების მოძველებას, რაც უფრო გაზრდის ელექტრონული ნარჩენების მოცულობას.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published.

Previous Post

Facebook-მა ახალი დიზაინის ტესტირება დაიწყო

Next Post

Tinder-ში პოლიციის გამოძახების ღილაკი გამოჩნდება

Related Posts

ინდონეზიის პრეზიდენტი საჯარო მოხელეების ხელოვნური ინტელექტით ჩანაცვლების ინიციატივით გამოვიდა

ინდონეზიის პრეზიდენტი, ჯოკო ვიდოდომ სახელმწიფო სამსახურებში თანამშრომლების ნაწილის ხელოვნური ინტელექტით ჩანაცვლების განკარგულება გასცა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ასეთი სახით…
გაიგე მეტი

Microsoft-ის პრეზიდენტი გამანადგურებელი რობოტებისთვის ახალი ჟენევის კონვენციის შექმნის ინიციატივით გამოდის

Microsoft-ის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურის, ბრედ სმიტის აზრით დროა შეიქმნას ახალი ციფრული ჟენევის კონვენცია, რომელიც ლეტალური შეიარაღების ავტონომიური სისტემების…
გაიგე მეტი

Microsoft-მა საკეცი მოწყობილობებისთვის სითხით სავსე სახსარი დააპატენტა

Microsoft ორი ეკრანის მქონე საკეც Surface-მოწყობილობაზე უკვე რამდენიმე წელია მუშაობს. ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, 2 ოქტომბერს ჩვენ Surface ხაზის…
გაიგე მეტი
Total
0
Share