ახალი კორონავირუსის გამო Facebook-მა F8 კონფერენცია გააუქმა

COVID-19-ის გავრცელების საშიშროების გამო მრავალი, მათ შორის ტექნოლოგიური საერთაშორისო ღონისძიება გადაიდო ან სულაც ჩაიშალა. საერთაშორისო გეიმინგ კონფერენცია GDC-ზე Microsoft-ის მხრიდან მონაწილეობაზე უარის შემდეგ Facebook-მა საკუთარი ყოველწლიური დეველოპერული კონფერენცია F8 გააუქმა.

Facebook-ში აცხადებენ, რომ ეს საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილება იყო, თუმცა აღნიშნავენ, რომ კონფერენციის ჩატარებას მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებიდან მოწვეული დეველოპერების გარეშე აზრი ეკარგება. ამის ნაცვლად კომპანია ლოკალურ, შედარებით მცირე მასშტაბის ღონისძიებებს ჩაატარებს, რომლებიც პირდაპირ ეთერში გაშუქდება. ზუსტი დეტალები ლოკალური ღონისძიებების ჩატარების დროსა და ადგილზე მოგვიანებით გახდება ცნობილი.

კონფერენციის ჩატარების ნაცვლად Facebook-ი იმ თანხის ოდენობას გააორმაგებს, რომელსაც კომპანია ტექნოლოგიური ინდუსტრიის დივერსიფიკაციისთვის ყოველწლიურად გამოყოფს. წელს ეს თანხა $ 500 000-ს შეადგენს და ძირითადად სან-ხოსეში მოქმედ ორგანიზაციებზე იქნება გათვლილი.

Microsoft-მა, Oculus Facebook-მა და Sony-მ GDC-ში მონაწილეობას წელს აღარ მიიღებენ. ასევე გაუქმდა ბარსელონაში დაგეგმილი ყოველწლიური მობილური ტექნოლოგიების გამოფენა MWC 2020.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published.

Previous Post

შვედეთის ცენტრალური ბანკი ციფრული ეროვნული ვალუტის ტესტირებას იწყებს

Next Post

კრიპტოვალუტა, რომლის კურსი კორონავირუსის გავრცელებაზეა დამოკიდებული

Related Posts

ელექტრონიკის გამოფენა CES 2021: ყველაზე საინტერესო 9 გაჯეტი

2021 წელს CES გამოფენა 11-14 იანვრის ჩათვლით, ონლაინ ფორმატში გაიმართება. სანამ მწარმოებლები საკუთარ ვირტუალურ შოურუმებს შემოგვთავაზებენ, შეგვიძლია მიმოვიხილოთ…
გაიგე მეტი

Microsoft Event 2019: ტექსტური და ვიდეო ტრანსლაცია

Microsoft-ის 2 ოქტომბრის ღონისძიების ირგვლივ განვითარებული მოვლენები რეალურ დროში აისახება ამ გვერდზე. აქვე შეგიძლიათ პარალელურ რეჟიმში უყუროთ ღონისძიების…
გაიგე მეტი

ონლაინ კონფერენცია WWDC21-ის თარიღი ცნობილია

ეფლმა ყოველწლიური საერთაშორისო დეველოპერული კონფერენციის, WWDC21-ის ჩატარების თარიღი დააანონსა. კომპანიის ღონისძიება 7-11 ივნისის ჩათვლით, ონლაინ ფორმატში ჩატარდება. როგორც…
გაიგე მეტი
Total
0
Share