Facebook-ი მიმების აპლიკაციას ტესტავს

Facebook-მა ახალი აპლიკაცია სახელწოდებით Whale გამოუშვა, რომელიც ორიგინალური მიმების შექმნაში დაგეხმარებათ.

Whale ჯერ-ჯერობით წარმოდგენილია მხოლოდ iOS მოწყობილობებისთვის, ხოლო მისი გადმოწერა ამ ეტაპზე მხოლოდ კანადის ტერიტორიაზეა შესაძლებელი.

ასეთი სახის აპლიკაციები მრავლადაა App Store-ში, თუმცა აქ ყურადღებას იქცევს აპლიკაციის გამომქვეყნებელი NPE Team-ი.

NPE Team-ის უკან იმალება Facebook-ის ექსპერიმენტალური პროდუქტების განყოფილება, რომელიც პირველად გასული წლის დასაწყისში გამოჩნდა. კომპანიაში განმარტავენ, რომ სხვა ბრენდის გამოყენება ამ შემთხვევაში განპირობებულია პროდუქტების სწრაფი ცვლილებით, რაც მათი დახურვის ალბათობასაც ზრდის. კომპანიის თქმით ასეთ დროს უკმაყოფილო მომხმარებლები Facebook-ს აღარ დაადანაშაულებენ.

კანადის App Store-ში აპლიკაციების იგივე გამომქვეყნებელს ეკუთვნის შემდეგი ექსპერიმენტალური აპლიკაციები: AUX— თანაკლასელებთან საერთო მუსიკალური დასაკრავი სიის შექმნისთვის განკუთვნილი აპლიკაცია და Bump  — უცნობ ადამიანთან პირისპირ საუბრის შესაძლებლობის მქონე აპლიკაცია. აღნიშნული აპლიკაციები გასული წლის აგვისტოში გამოქვეყნდა.

აღსანიშნავია, რომ Facebook-ი ფონურ რეჟიმში თქვენს ვიდეოთვალს იყენებს. ახორციელებს თუ არა კამერა მომხმარებლის ქმედებების ჩაწერას — უცნობია. თუმცა ფაქტია, რომ სოც.ქსელი გიყურებთ.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published.

Previous Post

Apple expands and updates its ‘Everyone Can Code’ program

Next Post

The Biggest Moments in 2019, Explained Through Graphics

Related Posts

Microsoft-მა Office-ის მობილური აპლიკაციების „მუქი“ თემა წარმოადგინა

დაახლოებით ერთი წლის წინ Microsoft-მა Outlook-ის მობილური აპლიკაციის მუქი თემის შემუშავება დააანონსა. iOS-ის და Android-ის მომხმარებლებისთვის, რომლებსაც მუქი…
გაიგე მეტი

უკრაინა — პირველი ქვეყანა, რომელმაც ციფრული პასპორტი, ჩვეულებრივს გაუთანაბრა

უმაღლესმა რადამ, #4355 კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. კანონპროექტის თანახმად, ციფრული პასპორტი, რომელიც მობილურ აპლიკაცია “Дія”-შია განთავსებული, იურიდიული ძალით…
გაიგე მეტი

დღეს, PayPal-ზე კრიპტოვალუტებით გადახდა გააქტიურდა

ჩვენ უკვე ვიცით, რომ PayPal კრიპტოვალუტებით გადახდების მხარდაჭერას გეგმავდა. ცოტა ხნის წინ, ონლაინ გადახდების აპლიკაციამ გამოაცხადა, რომ აშშ-ს…
გაიგე მეტი
Total
0
Share