Facebook-მა ახალი დიზაინის ტესტირება დაიწყო

გასული წლის მაისში Facebook-მა სოციალური ქსელის ინტერფეისის მასშტაბური ცვლილებები დააანონსა. განახლებული ინტერფეისის ტესტირებამ Facebook-ის ვებ-ვერსიაზეც გადაინაცვლა.

სოც.ქსელის ვებ-ვერსია დიდწილად მობილური აპლიკაციის ელემენტებს იმეორებს. მასში გაქრა ჩვეული ლურჯი ზედა პანელი. ლურჯი ფერი ამიერიდან მხოლოდ ლოგოტიპსა და აქცენტებში დარჩა. ცვლილებები სოც.ქსელის ლოგოსაც შეეხო— ახალ ინტერფეისში ის მრგვალი გახდა.

საერთო ჯამში ახალი დიზაინი მეტად მინიმალისტური და ლაკონური გახდა. დეველოპერებმა მას მარტივად — The New Facebook უწოდეს. მასში სამომავლოდ ე.წ „მუქი რეჟიმის“ დამატებაც იგეგმება.

ახალი ინტერფეისი მომხმარებლების ვიწრო აუდიტორიისთვის არის ხელმისაწვდომი და მისი ტესტირების შემოთავაზებას შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული მომხმარებლები მიიღებენ.

თანხმობის შემდეგ ტესტირების პროცესში მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი კომენტარები, შენიშვნები და იდეები Facebook-ის დეველოპერებს გაუზიარონ.

ახალი დიზაინი ყველა მომხმარებლისთვის გაზაფხულზე გახდება ხელმისაწვდომი.

 

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published.

Previous Post

Google-მა Xiaomi-ს “ჭკვიან სახლთან“ ინტეგრაცია დროებით გათიშა

Next Post

ევროკავშირი Apple-ის Lightning პორტის აკრძალვისთვის ემზადება

Related Posts

ინდოეთში ჟანგბადის ბარი გაიხსნა

ოქტომბრის ბოლოდან ინდოეთის დედაქალაქი, ნიუ-დელი სმოგმა მოიცვა. მოქალაქეები სმოგის მავნე გავლენისგან თავის დასაცავად ჟანგბადის ბარებს მიმართავენ. Oxy Pure…
გაიგე მეტი

Intel-ის პროცესორებსა და ჩიპსეტებში უსაფრთხოების გამოუსწორებელი მოწყვლადობა აღმოაჩინეს

ბოლო ორი წელია Intel-ის პროცესორებში უსაფრთხოების „ხვრელების“ აღმოჩენა ერთ უსასრულო ისტორიად იქცა. ახლახანს აღმჩენილი მორიგი კრიტიკული მოწყვლადობა Intel-ის…
გაიგე მეტი

Twitter-მა პოლიტიკური რეკლამა სრულად აკრძალა

Twitter-ის დამფუძნებლის, ჯეკ დორსის განცხადებით, სოციალური ქსელის ხელმძღვანელობამ პოლიტიკური რეკლამის სრულად აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. „ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება მსოფლიო…
გაიგე მეტი
Total
0
Share