Facebook-ის ასობით მილიონი მომხმარებლის მონაცემები დაუცველ სერვერზე აღმოაჩინეს

ინტერნეტში, დაუცველ სერვერზე Facebook-ის მილიონობით მომხმარებლის ტელეფონის ნომრები აღმოაჩინეს, რაც, როგორც ვარაუდობენ, Facebook-დან ბოლოს განხორციელებული კიბერ-შეტევის შედეგია.

ინფორმაციული უსაფრთხოების ერთ-ერთმა ექსპერტმა დაუცველ სერვერზე 419 მილიონი მომხმარებლის მონაცემები აღმოაჩინა.

ჩანაწერები მომხმარებლების ტელეფონის ნომრებსა და ავტორიზაციისთვის საჭირო სხვა მონაცემებს შეიცავს. 18 მილიონი ჩანაწერი ბრიტანეთში მცხოვრებ მომხმარებლებს ეკუთვნის მაშინ, როცა აშშ-ს მომხმარებლებისთვის ეს რიცხვი 133 მილიონ ჩანაწერს აღწევს.

419 მილიონი ტელეფონის ნომრის გაჟონვის შედეგად მიღებული ზარალი კოლოსალურია. აღნიშნული ინფორმაცია კიბერდამნაშავეებს თაღლითური საქმიანობისა და პირადი მონაცემების მითვისების შესაძლებლობას აძლევს…Facebook-ის მომხმარებლები მორიგჯერ იმედგაცრუებულები დარჩნენ.
— რიჩარდ უოლტერსი, Censornet-ის ტექნიკური დირექტორი

ტელეფონის ნომრების ბოროტად გამოყენების ერთ-ერთი სცენარი შემდეგნაირად გამოიყურება: ამ მეთოდს SIM-ბარათის ჩანაცვლებით შეტევას უწოდებენ. ამ სქემით ჰაკერი სოც.ქსელში 2-ფაქორიანი ავტორიზაციისას ან პიროვნების დადასტურების გაყალბების მიზნით მომხმარებლის ნომერზე გაგზავნილ კოდს იტაცებს.

Facebook-ის მომხმარებლები, რომელთა ნომრებიც საჯარო წვდომაში აღმოჩნდა, შესაძლოა სატელეფონო სპამ-ზარების სამიზნედაც იქცნენ. ამასთანავე, უსაფრთხოების ერთ-ერთი მკვლევარი გვაფრთხილებს, რომ მსგავს შემთხვევებში  ბოროტმოქმედმა შესაძლოა სრული წვდომა სმარტფონზეც კი მიიღოს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ შემთხვევამდე რამდენიმე თვით ადრე კომპანია UpGuard-ის მკვლევარებმა ორი მონაცემთა ბაზა აღმოაჩინეს, რომლებიც Facebook-ის მომხმარებელთა 540 მილიონამდე ჩანაწერს შეიცავდა. მონაცემები მექსიკურ ციფრულ პლატფორმა Cultura Colectiva-ზე ინახებოდა.

 

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published.

Previous Post

Windows 10 1903-ის ბოლო დაგროვებითი განახლება (KB4512941) პროცესორს 100%-მდე ტვირთავს

Next Post

Your Phone-ში Windows 10-ზე მალე სატელეფონო ზარების ფუნქცია გამოჩნდება

Related Posts

Microsoft-მა უმსხვილესი ბოტნეტი Necurs-ი გაანადგურა

კომპანია Microsoft-მა 35 პარტნიორ ქვეყანასთან ერთად უმსხვილესი სპამ-სისტემა Necurs-ი გაანადგურა, რომელმაც ბოლო 9 წლის განმავლობაში 9 მილიონი კომპიუტერი…
გაიგე მეტი

ჰაკერებმა წყლის ფილტრაციის სისტემა გატეხეს და ფლორიდაში, 15 000 ადამიანის მოწამვლა სცადეს

უცნობმა ჰაკერებმა, ფლორიდაში, 15 000-იანი დასახლების, ოლდსმარის წყლის ფილტრაციის სისტემა გატეხეს და სასმელ წყალში ნატრიუმის ჰიდროქსიდის დონის გაზრდა…
გაიგე მეტი

ჰაკერებმა 2010 წლის შემდეგ გამოშვებულ ყველა iPhone-ში უსაფრთხოების კრიტიკული ხარვეზი აღმოაჩინეს

A5— A11 ჩიპებზე მომუშავე iOS მოწყობილობებში უსაფრთხოების კრიტიკული ხარვეზი აღმოაჩინეს, რომელიც iPhone 4S-დან iPhone 8/iPhone X-ის ჩათვლით Apple-ის…
გაიგე მეტი
Total
0
Share