Google VMware-თან ახალ თანამშრომლობას იწყებს

Google-ი VMware-სთან ახალ თანამშრომლობას იწყებს, რომლის ფარგლებშიც კორპორატიულ მომხმარებლებს Google Cloud-ზე VMware-ს გაშვება გაუმარტივდებათ.

Google-ი VMware-სთან ახალ თანამშრომლობას იწყებს, რომლის ფარგლებშიც კორპორატიულ მომხმარებლებს Google Cloud-ზე VMware-ს გაშვება გაუმარტივდებათ. კერძოდ, Google Cloud-ს ამიერიდან VMware Cloud Foundation სისტემის მხარდაჭერა ექნება, რაც ჰიბრიდული ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის გაშვებას ითვალისწინებს. გადაწყვეტილება CloudSimple-მა შეიმუშავა. აღნიშნულ კომპანიასთან ერთად Google-ი მაღალი ხარისხის ტექნიკურ მხარდაჭერასაც უზრუნველყოფს.

ცხადია, Google-ის ინტერესებშია, რომ რაც შეიძლება მეტი დაწესებულება გადავიდეს კონტეინერებზე და იყენებდეს კომპანიის საფირომო ჰიბრიდულ ღრუბლოვან სერვისს, სახელწოდებით Anthos, თუმცა მრავალი მომხმარებელი უკვე აქტიურად იყენებს VMware-ს. შესაძლოა კორპორატიულ მომხმარებლებსაც უნდოდეთ Anthos-ზე გადასვლა, თუმცა ისინი ჯერ მზად არ არიან მსგავსი ტიპის მიგრაციისთვის ახალ სერვისზე იმ პირობებში, როცა არსებული VMware-ც შესანიშნავად აკმაყოფილებს მათ მოთხოვნილებებს უკვე მრავალი წელია. აღნიშნულ სიახლეში არაფერი ინოვაციური და განსაკუთრებული არაა.

Google:

მომხმარებლები ხშირად გვთხოვდნენ VMware-ს გაფართოებული მხარდაჭერის უზრუნველყოფას, ზუსტად ამიტომ, დღეიდან Cloud VMware Solution-ის დახმარებით, რომელიც CloudSimple-მა შეიმუშავა, კორპორატიულ მომხმარებლებს შეუძლიათ საკუთარი სამუშაო დატვირთვები VMware vSphere-ის ბაზაზე Google Cloud-ში გაუშვან.

ახალი გადაწყვეტილება უზრუნველოყოფს VMware-ის სრული ნაკრების, მათ შორის vCenter, vSAN და NSX-T-ის მხარდაჭერას.

მართალია, Google საკუთარ ოფიციალურ განცხადებაში ხშირად ახსენებს VMware-თან არსებულ ხანგრძლივ და მჭიდრო თანამშრომლობას, თუმცა ამ შემთხვევაში ტექნიკური თვალსაზრისით ეს CloudSimple-ის მუშაობის შედეგია და არა VMware-ის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ VMware უკვე თანამშრომლობს Google-ის კონკურენტებთან, როგორებიც არიან AWS და Microsoft Azure სადაც ასევე არის შესაძლებელი VMware-ის სრული დატვირთვით გამოყენება.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published.

Previous Post

სანქციები: ირანში, სირიასა და ყირიმში GitHub-ი დაიბლოკა

Next Post

Windows 10-ს “ღრუბულებიდან“ გადაყენების შესაძლებლობა ექნება

Related Posts

Samsung-მა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევის გამო ქარხანა დახურა

კომპანია Samsung Electronics-მა სამხრეთ კორეაში სმარტფონების მწარმოებელი ქარხანა იმის შემდეგ დახურა, რაც ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი COVID-19 დაუდგინდა. როგორც…
გაიგე მეტი

Twitter-მა სახელისუფლებო მედიის რეკლამა აკრძალა

კომპანიაში არ განმარტავენ აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზებს, თუმცა აღნიშნავენ, რომ სახელისუფლებო მედიას არ ეზღუდება სხვა არცერთი შესაძლებლობა, რომელსაც Twitter-ი…
გაიგე მეტი

Wikipedia-ს დამფუძნებელმა ახალი სოც.ქსელი შექმნა

Wikipedia-ს დამფუძნებელმა, ჯიმი უელსმა Facebook-ის და Twitter-ის კონკურენტი სოც.ქსელი წარმოადგინა, რომელიც გამოირჩევა იმით, იგი სრულიად თავისუფალია რეკლამისგან. WT:Social…
გაიგე მეტი
Total
0
Share