Google-მა Xiaomi-ს “ჭკვიან სახლთან“ ინტეგრაცია დროებით გათიშა

კომპანია Google-მა Xiaomi-ს ჭკვიანი სახლის ინტეგრაცია Nest Hub და Assistant-თან დროებით გათიშა.

გათიშვა გამოწვეულია მომხმარებელთა მიმართვის გამო, რომლებიც აცხადებენ, რომ ისინი მოულოდნელად უცხო მომხმარებლების კამერებს ხედავენ.

მაგალითად, ერთ-ერთი უსაფრთხოების IP-კამერის, Xiaomi Mijia 1080p Smart-ის მფლობელმა Google Nest Hub-ში ტრანსლაციის გადატანისას უცხო სახლების გამოსახულება და ვიდეონაკადი მიიღო. მსგავს შემთხვევებს სხვა მომხმარებლებიც ყვებიან.

Xiaomi-ის წარმომადგენლების განცხადებით აღნიშნული პრობლემა სულ 1044 მომხმარებელთან დაფიქსირდა. იგი დაკავშირებულია დროებითი ფაილების განახლების პრობლემასთან, რომელიც 26 დეკემბერს გამოშვებულ პროგრამულ უზრუნველყოფაში ფიქსირდება. პრობლემა თავს უხარისხო ინტერნეტ კავშირისას იჩენს.

Xiaomi-მ პრობლემა უკვე მოაგვარა, თუმცა Google ჯერ მუშაობს აღნიშნულ საკითხზე და ხარვეზის სრულ გამოსწორებამდე სერვისებს შორის ინტეგრაციის დროებითი გათიშვის გადაწყვეტილება მიიღო.

 

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published.

Previous Post

Microsoft-მა ჩრდილოკორეელი ჰაკერების 50 დომენი გათიშა

Next Post

Facebook-მა ახალი დიზაინის ტესტირება დაიწყო

Related Posts

Intel-ის პროცესორებსა და ჩიპსეტებში უსაფრთხოების გამოუსწორებელი მოწყვლადობა აღმოაჩინეს

ბოლო ორი წელია Intel-ის პროცესორებში უსაფრთხოების „ხვრელების“ აღმოჩენა ერთ უსასრულო ისტორიად იქცა. ახლახანს აღმჩენილი მორიგი კრიტიკული მოწყვლადობა Intel-ის…
გაიგე მეტი

Microsoft-მა Release Preview არხით Windows 10 19H1-ზე 18362.385/19H2-ზე 18363.385 ანაწყობები გამოუშვა

კომპანია Microsoft-მა Windows 10 19H1-ზე 18362.385 და 19H2 -ზე 18363.385 ანაწყობები (KB4517211) გამოუშვა. სტატია ატარებს ტექნიკურ ხასიათს.  Release…
გაიგე მეტი

Samsung-მა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევის გამო ქარხანა დახურა

კომპანია Samsung Electronics-მა სამხრეთ კორეაში სმარტფონების მწარმოებელი ქარხანა იმის შემდეგ დახურა, რაც ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი COVID-19 დაუდგინდა. როგორც…
გაიგე მეტი
Total
0
Share