Google “ქუქი ფაილების” ალტერნატივაზე მუშაობს — FLoC

კომპანია გუგლმა ახალი ტექნოლოგიის, Federated Learning of Cohorts (FLoC) ტესტირება დაიწყო. FLoC-ის შექმნის მიზანი cookie ფაილების ჩანაცვლებაში მდგომარეობს. განსხვავებით ქუქი ფაილებისგან, რომლებიც თითოეული მომხმარებლის აქტივობებს აკვირდება, FLoC მომხმარებლებს ინტერესების მიხედვით აჯგუფებს.

ე.წ “კოჰორტა”, გუგლის გეგმით, მეტად საინტერესო იქნება რეკლამის განთავსების მსურველთათვის და არ მისცემს მარკეტოლოგებს მომხმარებლის იდენტიფიცირების საშუალებას.

FLoC-ის მუშაობის პრინციპი

“FLoC-ის საშუალებით, ბრაუზერი განსაზღვრავს, თუ რომელ კოჰორტას შეესაბამება თქვენი ქცევა ინტერნეტში და გაგაერთიანებთ სხვა მომხმარებლებთან, ვისი ქცევაც თქვენსას ემთხვევა. რეკლამის განთავსების მსურველს მხოლოდ კოჰორტის ნომერი ეცოდინება. ეს მიდგომა განსხვავდება ქუქი ფაილების მუშაობის პრინციპისგან, რომლებიც კონკრეტულ მომხმარებელს აკვირდებიან”, — გვიყვება Google Privacy Sandbox პროდუქტის ხელმძღვანელი, მარშალ ვეილი.

ახალი ტექნოლოგიის ტესტირება თავდაპირველად აშშ-ში, ავსტრალიაში, ბრაზილიაში, კანადაში, ინდოეთში, ინდონეზიაში, იაპონიაში, მექსიკაში, ახალ ზელანდიასა და ფილიპინებში დაიწყება. მოგვიანებით, გუგლი ამ პროექტის გლობალურ მასშტაბირებას აპირებს. ევროკავშირის ტერიტორიაზე ტექნოლოგია არ გაიტესტება, რადგან GDPR-ის და სხვა კონფიდენციალობასთან დაკავშირებული კანონების მიხედვით გაურკვეველია, უნდა ჩაითვალოს თუ არა FLoC-ის იდენტიფიკატორები პირად მონაცემად.

“როცა ბრაუზერებში მე-3 მხარის ქუქი ფაილების ნაგულისხმევად დაბლოკვა დაიწყეს, ჩვენ დავინტერესდით ამ მიმართულებით… ჩვენ უფრო პრივატული ინტერნეტი გვჭირდება, ხოლო უამრავი ვებ-გვერდის მფლობელი საკუთარ იმედებს ქუქი ფაილებზე დაფუძნებულ რეკლამაზე ამყარებს. ჩვენ ვიხილეთ, როგორ იწვევს ქუქი ფაილების ბლოკირება შემოვლითი გზების გაჩენას, რაც მომხმარებელთა კონფიდენციალობას დიდ საფრთხეს უქმნის. ამიტომ მივიჩნიეთ, რომ ქუქი ფაილების ბლოკირება, სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივის გარეშე, უპასუხისმგებლო და მავნებლური ნაბიჯია”, — აცხადებს მარშალ ვეილი.

ამ ინიციატივას სკეპტიკურად აფასებს Electronic Frontier Foundation (EFF), სადაც ფიქრობენ, რომ FLoC-ის სხვადასხვა იდენტიფიკატორები მომხმარებლების იდენტიფიცირებას გაამარტივებს.

აღსანიშნავია, რომ FLoC, როგორც გუგლის სხვა ინიციატივები კონფიდენციალობის დაცვის მიმართულებით, განვითარების ეტაპზეა.

Total
0
Shares
Previous Post

Google Meet-ის ულიმიტო გამოყენების შესაძლებლობა 30 ივნისამდე გახანგრძლივდა

Next Post

Microsoft, აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს დამატებითი რეალობის სათვალეებს გადასცემს

Related Posts

Internet Explorer-ი ჰაკერებს თქვენს კომპიუტერზე სრულ წვდომას ანიჭებს

მომხმარებლები, რომლებიც ჩვენთვის გაუგებარი მიზეზებით ჯერ კიდევ იყენებენ Internet Explorer-ს, ჰაკერებს საკუთარ კომპიუტერზე სრულ წვდომას ანიჭებდნენ. გუშინ, 23…
გაიგე მეტი

Microsoft-მა რუსული ჰაკერული დაჯგუფება კორპორატიულ ქსელებზე თავდასხმაში ამხილა

კომპანია Microsoft-ის ცნობით, რუსეთის ხელისუფლების მიერ დაფინანსებული ჰაკერული დაჯგუფება აქტიურად ახორციელებს თავდასხმებს მოწყვლად კორპორატიულ ქსელებსა და მათ ნივთების…
გაიგე მეტი

ცნობილია შესაძლო ლოკაცია, საიდანაც ქართულ ვებ-გვერდებზე კიბერშეტევა განხორციელდა

დღეს დილიდან საქართველოს სამთავრობო, საპრეზიდენტო თუ საინფორმაციო/სამომხმარებლო საიტებზე მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა. ჰაკერმა (ან ჰაკერების ჯგუფმა) დიფეისის სახით საიტებზე…
გაიგე მეტი
Total
0
Share