fbpx
ეკოლოგია

Google Earth-ში კლიმატის ცვლილების შედეგების 3D დემონსტრაცია დაამატეს

1 Mins read

სერვისს Google Earth ახალი ფუნქცია დაემატა, რომელიც მომხმარებლებს მისცემს საშუალებას იხილონ, თუ როგორ შეიცვალა დედამიწა 1984 წლიდან დღემდე. მომხმარებლებს ექნებათ საშუალება დააკვირდნენ იმ დამანგრეველ შედეგებს, რაც კლიმატის ცვლილებებს მოჰყვა და რა გავლენა იქონია ამან პლანეტის გეოგრაფიაზე.

გუგლის წარმომადგენლების განცხადებით, ამ ფუნქციის მიზანია იმის დემონსტრირება, თუ როგორ ანადგურებს კაცობრიობა მის ერთადერთ სახლს. Google Earth-ის ახალი ფუნქცია, სახელწოდებით Timelapse დღეიდან ყველასთვის ხელმისაწვდომია. მომხმარებელს შეუძლია გაეცნოს მისთვის საინტერესო ლოკაციის 5 სხვადასხვა ექსკურსიას, რომელიც მოიცავს ინფორმაციას შემცირებულ ტყის მასივებზე, ქალაქების ზრდაზე, დათბოაზე, განახლებადი ენერგიის წყაროს მოპოვებასა და “დედამიწის მყიფე სილამაზეზე”.

ახალი ფუნქციისთვის, გუგლმა 1984 — 2020 წლებში გადაღებული 24 მილიონი თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოსურათი გააერთიანა. ასეთი სახით შეიქმნა ვიდეომოზაიკა, რომლის გაფართოებაც 4,4 ტერაპიქსელს შეადგენს. ცნობისთვის, 1 ტერაპიქსელი, მილიონ მეგაპიქსელს უდრის. საძიებო სერვისის გიგანტმა ახალი ფუნქციის შექმნის მიზნით NASA-სთან, აშშ-ის გეოლოგიურ სამსახურთან, ევროკომისიასთან და ევროპის კოსმოსურ სააგენტოსთან თანამშრომლობდა.

მსგავსი ფუნქცია გუგლს აქამდეც ქონდა. 2013 წლის მაისში, კომპანიამ მომხმარებლებს მისცა საშუალება ნათლად დაინახონ კლიმატის ცვლილების შედეგები, რომლებიც დედამიწას, 1984 წლიდან, 2012 წლამდე დაეტყო. აღნიშნული ფუნქცია 2D მასალას შეიცავდა. გუგლმა ასევე გამოუშვა 800 ვიდეორგოლი, რომლებშიც ნაჩვენებია კლიმატის ცვლილებების შედეგები. აღნიშნული ვიდეორგოლები სრულიად უფასოდაა ხელმისაწვდომი და პირველ რიგში, საგანმანათლებლო მიზნებისთვისაა განკუთვნილი.

წყარო: The Verge

დაკავშირებული სტატიები
ეკოლოგიატექნოლოგიები

2025 წელს, ბირთვულ ძრავზე მომუშავე პირველ გემს ვიხილავთ

1 Mins read
ზუსტად ოთხ წელიწადში, წყალში ჩაეშვება უნიკალური გემი, რომლის ბორტზე დიდ სფეროს დაინახავთ. გემის ინოვაციურობა მდგომარეობს იმაში, რომ მისი ძრავი ბირთვულ საწვავზე იმუშავებს….
ეკოლოგია

ატლანტის ოკეანე ყოველწლიურად ფართოვდება

1 Mins read
მეცნიერებმა, ღრმა ოკეანეში ტექტონიკური ფილების გადაადგილება შეამჩნიეს. ახალი კვლევის მიხედვით, ატლანტის ოკეანზე იზრდება და ერთმანეთს უფრო აშორებს ამერიკას ერთი მხრიდან, ევროპასა და…
Power your team with InHype

Add some text to explain benefits of subscripton on your services.