Google I/O დაბრუნდა

პანდემიის გამო, Google I/O 2021 ვირტუალურად ჩატარდება, რაც არაფერს ნამდვილად სჯობს, ვინაიდან კომპანიამ შარშან სრულად გააუქმა ღონისძიება.

ტრადიციულად, Google-მა თავისი მოსაწვევი, რომელიც ერთგვარ თავსატეხს წარმოადგენს, მედიას გაუგზავნა. ონლაინ მედია 9to5Google–მა, თავსატეხში ღონისძების დეტალები პირველმა გაშიფრა. უკვე ცნობილია, რომ დეველოპერების კონფერენცია გაიმართება 18–20 მაისს.

თავსატეხზე, 9to5Google-ის მიერ, მონიშნულია ღონისძიების თარიღი.

რას უნდა ველოდოთ Google I/O 2021-ზე

როგორც წესი, კონფერენცია პროგრამულ ანონსებს, ახალ აპებსა და სერვისებს ეძღვნება. ასევე, შეგვიძლია გავეცნოთ ახალ დეტალებს Google-ის უახლესი, მობილური ოპერაციული სისტემის შესახებ — წელს ეს იქნება Android 12.

უნდა აღინიშნოს, რომ წარსულში Google-ს აღნიშნული ღონისძიება გამოიყენებული აქვს ახალი ტექნიკის წარსადგენადაც. 2019 წელს მან გამოუშვა Pixel 3a, 3a XL და Nest Hub Max I/O. თუ გავითვალისწინებთ, რომ კომპანიამ სულ ახლახან გამოუშვა მეორე თაობის Nest Hub, უფრო სავარაუდოა, რომ ამჯერად ჩვენ ვიხილავთ Pixel 5a-ს და არა ახალ ჭკვიან ეკრანს.

მაისი არც ისე შორსაა, ასე რომ, დიდი ხნით არ მოგვიწევს ლოდინი იმის სანახავად, თუ რა სიკეთეებს გვინახავს Google.

Total
0
Shares
Previous Post

ფეისბუქის 533 მილიონი მომხმარებლის პირადმა მონაცემებმა ქსელში გაჟონა

Next Post

ჰანს ციმერმა Oppo Find X3 Pro-სთვის რინგტონები შექმნა

Related Posts

33 წლის განმავლობაში პირველად გამოფენა MWC ჩაიშალა

თანამედროვე ტექნოლოგიების უმსხვილესი გამოფენა MWC 2020 ჩაიშალა. ორგანიზატორებმა აღნიშნული გადაწყვეტილება იმის შემდეგ მიიღეს, რაც ტექნოლოგიურმა კომპანიებმა  ღონისძიების ფარგლებში…
გაიგე მეტი

Microsoft-მა ოქტომბრის ღონისძიების თიზერი გამოაქვეყნა

საკუთარი Twitter-ის ანგარიშზე პენოს პანაიმ Microsoft-ის ნიუ-იორკში დაგეგმილი 2 ოქტომბრის ღონისძიებაზე კიდევ ერთი მოსაწვევი გამოაქვეყნა. ახალ მინიშნების შემცველ…
გაიგე მეტი

ახალი კორონავირუსის გამო Facebook-მა F8 კონფერენცია გააუქმა

COVID-19-ის გავრცელების საშიშროების გამო მრავალი, მათ შორის ტექნოლოგიური საერთაშორისო ღონისძიება გადაიდო ან სულაც ჩაიშალა. საერთაშორისო გეიმინგ კონფერენცია GDC-ზე…
გაიგე მეტი
Total
0
Share