Google Maps-ს „ინკოგნიტო“ რეჟიმი დაემატა

სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ კომპანიამ Google Maps-ისთვის ახალი „ინკოგნიტო“ რეჟიმის ტესტირება დაიწყო. დღეს აღნიშნული სიახლე ოფიციალურად დაანონსდა.

სიახლე ჯერ-ჯერობით მხოლოდ Android სმარტფონის მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი. აღნიშნული ფუნქცია არ საჭიროებს აპლიკაციის განახლებას, რის გამოც შესაძლოა თქვენთან ინკოგნიტო რეჟიმი მოგვიანებით გამოჩნდეს.

В приложении Google Maps появился режим инкогнито

Google Maps-ში „ინკოგნიტო“ რეჟიმი უზრუნველყოფს თქვენი გადაადგილების ანონიმურობას. ამ დროს აპლიკაცია არ ინახავს გადაადგილების ისტორიას, არ ანახლებს თქვენს ადგილმდებარეობას და არ აგროვებს ინფორმაციას თქვენს შესახებ პერსონალიზირებული შემოთავაზებების გენერირებისთვის.

იმისთვის რომ ჩართოთ „ინკოგნიტო“ რეჟიმი Google-ის რუკების აპლიკაციაში, დააწექით მარცხენა კუთხეში პროფილის სურათს და მენიუს ჩამონათვალში დააწექით Turn on Incognito mode-ს.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published.

Previous Post

Microsoft-მა PowerToys-ში ფაილების ერთიანი გადარქმევის ფუნქცია დაამატა

Next Post

Apple ძველ მოწყობილობებს ინტერნეტთან წვდომას შეუზღუდავს

Related Posts

Huawei რუკების საკუთარ სერვისს უშვებს

Huawei Technologies Co.-მ საკუთარი კარტოგრაფიული სერვისის— Map Kit-ის ჩაშვების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა. კომპანია მომხმარებლებს Map Kit-ის ლოკალურ…
გაიგე მეტი

2020 წელს მობილურ აპლიკაციებში მომხმარებლებმა $100 მილიარდი დახარჯეს

ანალიტიკურმა კომპანია Sensor Tower-მა მობილური აპლიკაციების სამომხმარებლო ხარჯების კვლევა გამოქვეყნა. აღმოჩნდა, რომ 2020 წელს მომხმარებლებმა App Store-სა და…
გაიგე მეტი

Clubhouse მონეტიზაციას ამატებს

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ Clubhouse, კონტენტის მონეტიზაციის მიზნით პლატფორმაზე Payments ფუნქციას ამატებს. საწყის ეტაპზე, ფუნქცია სატესტო…
გაიგე მეტი
Total
0
Share