Google Meet-ის ულიმიტო გამოყენების შესაძლებლობა 30 ივნისამდე გახანგრძლივდა

გასული წლის გაზაფხულზე, როცა COVID-19-ით გამოწვეული პანდემია ძალებს იკრებდა, გუგლმა საკუთარი ვიდეოზარების სერვისის, Google Meet-ის ფასიანი შესაძლებლობები ყველა მომხმარებლისთვის სრულიად უფასო გახადა. თავდაპირველად, Google Meet-ის ულიმიტო შესაძლებლობები 2020 წლის 30 სექტემბრამდე უნდა ყოფილიყო ხელმისაწვდომი, რის შემდეგაც უფასო ვიდეოზარების ხანგრძლივობა ისევ 60 წუთამდე შემცირდებოდა.

თუმცა შემოდგომაზე ვითარება არ გაუმჯობესებულა და კაცობრიობა ისევ დისტანციურ რეჟიმში განაგრძობდა ცხოვრებას. გუგლმა ამ ფაქტის გათვალისწინებით, სერვისის ულიმიტო პაკეტი 2021 წლის მარტის თვემდე გაახანგრძლივა. თუმცა პანდემია ჯერ კიდევ მძვინვარებს და შეზღუდვები პერიოდულად ისევ ბრუნდება, სხვადასხვა რეგიონებსა და ქვეყნებში კვლავ მოქმედებს მკაცრი კარანტინი და სრული ლოქდაუნი. აქედან გამომდინარე, გუგლმა კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა Google Meet-ის ულიმიტო გამოყენების შესაძლებლობის დრო — ამიერიდან სერვისით სარგებლობა 30 ივნისამდეა შესაძლებელი.

ასეთი სახით, უახლოესი სამი თვის განმავლობაში, სერვისის მომხმარებლები “ულიმიტო” (24 საათამდე) ვიდეოზარებით ისარგებლებენ.

Total
0
Shares
Previous Post

უკრაინა — პირველი ქვეყანა, რომელმაც ციფრული პასპორტი, ჩვეულებრივს გაუთანაბრა

Next Post

Google “ქუქი ფაილების” ალტერნატივაზე მუშაობს — FLoC

Related Posts

Excel-ს Android-ზე 1 მილიარდი გადმოწერა აქვს

Microsoft-ი საკმაოდ დიდ ინვესტიციას დებს საკუთარი Android აპლიკაციების განვითარებაში. კომპანიის აპლიკაციების აქტიურმა განვითარებამ Google-ის მობილურ პლატფორმაზე უამრავ დადებით…
გაიგე მეტი

Swipe Night: Tinder-ი ინტერაქტიულ სერიალს უშვებს

Tinder-ის შემქმნელი კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, კაილ მილერი ინტერაქტიული სერიალის გამოშვებას აანონსებს. The Verge-ის ცნობით აღნიშნული სერიალის პირველი სერია…
გაიგე მეტი

Facebook-ი Instagram-ს და WhatsApp-ს სახელს უცვლის

Facebook-ის წარმომადგენლები ინფორმაციას WhatsApp-ის და Instagram-ის სახელის ცვლილების შესახებ ოფიციალურად ადასტურებენ. იმის შემდეგ, რაც Facebook-მა Instagram და WhatsApp-ი…
გაიგე მეტი
Total
0
Share