პროგრამისტის საერთაშორისო დღე. ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ IT-დღესასწაულზე

კალენდარში კიდევ გვაქვს რამდენიმე IT დღესასწაული, ესენია: ინფორმაციის დაცვის საერთაშორისო დღე (30 ნოემბერი) და პირველი პროგრამისტი ქალის დაბადების დღე (10 დეკემბერი).

პროგრამისტის დღე: როდის აღინიშნება

დღესასწაულს წლის 256-ე დღეს აღნიშნავენ და ამის მიზეზიც გასაგებია:  256 — მთელი რიცხვების რაოდენობა, რომელთა გამოსახვა ერთი 8-თანრიგიანი ბაიტით შეგვიძლია.

პროგრამისტის საერთაშორისო დღე: როგორ აღინიშნება

საქართველოშ პროგრამისტის დღე სამწუხაროდ არაოფიციალურ სტატუსს ატარებს, თუმცა რიგ ქვეყნებში ის ოფიციალურ დღესასწაულად მიიჩნევა. ძირითადად მას კორპორატიული წვეულებებით აღნიშნავენ.

პროგრამისტის საერთაშორისო დღე: საინტერესო ფაქტები

  1. პროგრამირების ენა Python-ის სახელს და გველს საერთო არაფერი აქვთ. მართალია, აღნიშნული ენის ლოგოში თქვენ პითონს ხედავთ, თუმცა სინამდვილეში პროგრამირების ენას ეს სახელი სერიალი „მონტი პაითონის მფრინავი ცირკის“ საპატივსაცემოდ ენის შემქმნელმა უწოდა.
  2. მსოფლიოში პირველი პროგრამისტი მე-19 საუკუნეში მცხოვრები  ინგლისელი ქალი, ადა ლავლეისი გახლავთ. მას მიაწერენ პირველი კალკულატორისა და პროგრამისტებისთვის საჭირო ტერმინების დამკვიდრებას.

ცნობილი პროგრამისტები

  1. ბიერნ სტრაუსტრუპი — პროგრამირების ენა C++ -ის შემქმნელი.
  2. ლინუს ტორვალდსი — GNU/Linux-ოპერაციული სისტემების ბირთვის, Linux-ის ავტორი.
  3. სტივ ვოზნიაკი —  1976 წელს კომპანია Apple Computer-ის თანადამფუძნებელი.
  4. ბილ გეიტსი — პროგრამისტი, გამომგონებელი, ბიზნესმენი და პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი. კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელი და ამავე კომპანიის მსხვილი აქციონერი.
  5. მარკ ზაქერბერგი — მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი Facebook-ის შემქმნელი.

 

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published.

Previous Post

Microsoft-მა ოქტომბრის ღონისძიების თიზერი გამოაქვეყნა

Next Post

Microsoft-მა Windows 10-ის სექტემბრის განახლებაში ხმის პრობლემის არსებობა დაადასტურა

Related Posts

Facebook-მა ახალი დიზაინის ტესტირება დაიწყო

გასული წლის მაისში Facebook-მა სოციალური ქსელის ინტერფეისის მასშტაბური ცვლილებები დააანონსა. განახლებული ინტერფეისის ტესტირებამ Facebook-ის ვებ-ვერსიაზეც გადაინაცვლა. სოც.ქსელის ვებ-ვერსია…
გაიგე მეტი

Microsoft-მა Windows Terminal Preview 1909 გამოუშვა

Microsoft-მა Windows Terminal 1909-ის საცდელი ვერსია გამოუშვა. აღნიშნული რელიზით გაირკვა, რომ Terminal-ის ვერსიები Windows-ის იდენტური იქნება. ახალი ვერსია…
გაიგე მეტი

Windows 10 1903-ის ბოლო დაგროვებითი განახლება (KB4512941) პროცესორს 100%-მდე ტვირთავს

Windows 10-ის მომხმარებლები ბოლო წლების განმავლობაში დაგროვებითი განახლებებით გამოწვეულ პრობლემებს მიეჩვივნენ. ამჯერად სისტემის მომხმარებლებს თავის ტკივილი Windows 10 …
გაიგე მეტი
Total
0
Share