Huawei-მ Google-ის სერვისების საკუთარი ალტერნატივის ტესტირება დაიწყო

რამდენიმე დღის წინ კომპანია Huawei-მ Google-ის სერვისების საკუთარი ანალოგი— Huawei Mobile Services (HMS) წარმოადგინა.

Huawei-ს Google-ის სერვისების ანალოგზე მუშაობა აშშ-ს მიერ დაწესებული სანქიციების შედეგად მოუწია. HMS მოიცავს ნავიგაციის, ანგარიშსწორების, თამაშისა და კომუნიკაციის ხელსაწყოებს Huawei-ს ეკოსისტემის ფარგლებში. ამჟამად HMS ტესტირების რეჟიმში მუშაობს.

Google-ის ალტერნატიული სერვისების მოძებნა Huawei App Gallery-ში იქნება შესაძლებელი, რომელიც თავისმხრივ Google Play Store-ის ანალოგია.

ჯერ-ჯერობით Huawei Mobile Services-ის გატესტვა მხოლოდ ჩინეთის ტერიტორიაზეა შესაძლებელი.

ამჟამად ტესტირებისთვის ორი პროდუქტია ხელმისაწვდომი. ესენია Huawei Mobile Services (HMS) და HMS Core Test.

HMS Core Test-ი HMS-ის განუყოფელი ნაწილია. აღნიშნული სერვისი უსაფრთხოების, ანგარიშსწორების, იდენტიფიცირებისა და ბიომეტრიული სერვისების მინი-აპლიკაციების მუშაობას უზრუნველყოფს.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published.

Previous Post

2019 წლის 10 ყველაზე გახმაურებული მოვლენა IT ინდუსტრიაში

Next Post

მარკ ზაქერბერგის უარის შემდეგ The Guardian-მა ინტერვიუ „ზაქერბოტთან“ ჩაწერა

Related Posts

HarmonyOS — ყველაფერი Huawei-ს ახალი ოპერაციული სისტემის შესახებ

ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ ჩინურმა კომპანია Huawei-მ, Google-ის სერვისებთან წვდომა 2019 წლის 16 მაისს სრულად დაკარგა, რაც ნიშნავს…
გაიგე მეტი

Windows 10 May 2019 Update 1903 — ცნობილი ხარვეზები

Microsoft-ის ოფიციალურ საიტზე Windows 10-ის აქტუალური ვერსიის — May 2019 Update-ის, იგივე 1903-ის ცნობილი ხარვეზების სრული სია გამოქვეყნდა.…
გაიგე მეტი

პაბლო ესკობარის ძმამ $350-იანი საკეცი სმარტფონი გამოუშვა

კოლუმბიელი ნარკობარონის ნათესავი, რობერტო ესკობარი Android-ზე მომუშავე საკეც სმარტფონს, Escobar Fold 1-ს უშვებს. ცნობილი კრიმინალის და ნარკორეალიზატორის ნათესავი…
გაიგე მეტი
Total
0
Share