HoloLens 2-ის გაყიდვები დაიწყო

Microsoft-ის შერეული რეალობის სათვალეების ოფიციალური გაყიდვები აშშ-ში, იაპონიაში, ჩინეთში, გერმანიაში, კანადაში, დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში, საფრანგეთში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში დაიწყო. HoloLens 2-ის ფასი 3, 500 $-ს შეადგენს.

HoloLens 2 პირველი თაობის HoloLens-ის მემკვდრეა, რომელიც პირველად 2015 წლის იანვარში ვიხილეთ. შერეული რეალობის ახალი თაობის სათვალემ მის წინამორბედთან შედარებით დიზაინის კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა, რის შედეგადაც ის უფრო კომფორტული და ბევრად მსუბუქი გახდა. Microsoft-ის ინჟინრებმა ახალ სათვალეში ხედვის კუთხე 34 გრადუსიდან 52-მდე გაზარდეს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება პროცესორს შეეხო. HoloLens 2-ში კომპანიამ ARM არქიტექტურის მქონე Qualcomm Snapdragon 850 გამოიყენა.

პირველი HoloLens-ის დემონსტრირებისას კომპანია უფრო სათამაშო ინდუსტრიით იყო დაინტერესებული, თუმცა ამჟამად ის ძირითადად ბიზნეს მომხმარებლებზეა გათვლილი.

მოწყობილობაში გამარტივდა ჟესტებით მართვა, გაუმჯობესდა და თითქმის უშეცდომოდ ხდება მათი აღქმა. HoloLens 2-ში გამოყენებული მანქანური სწავლების ტექნოლოგია კი მის მართვას ყოველი გამოყენებისას აუმჯობესებს.

HoloLens 2-ს ასევე  თვალის ბადურით მომხმარებლის იდენტიფიცირების, Windows Hello-ს მხარდაჭერა დაემატა.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published.

Previous Post

რუსეთი ვიკიპედიას „უფრო სანდო“ ენციკლოპედიით ჩაანაცვლებს

Next Post

WhatsApp Business-მა კატალოგების მხარდაჭერა მიიღო

Related Posts

Microsoft-მა 2 ოქტომბერს შესაძლოა ახალი Surface მოწყობილობა წარმოადგინოს

კომპანია Microsoft-მა Surface მოწყობილობებისთვის მიძღვნილი საშემოდგომო ღონისძიება დააანონსა. წელს ის 2 ოქტომბერს, ნიუ-იორკში გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში ჩვენ დიდი…
გაიგე მეტი

Magti-მ eSIM სერვისი გაააქტიურა

eSIM წარმოადგენს სტანდარტული ფიზიკური SIM ბარათების სრულიად ახალ, ციფრულ ალტერნატივას, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ ისარგებლოთ თქვენი ნომრით და მობილური ოპერატორის ყველა სერვისით ფიზიკური SIM ბარათის გამოყენების გარეშე.
გაიგე მეტი

Nvidia ახალ GTX 1660 Super-ს და GTX 1650-ს ამზადებს

Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, 2019 წელს RTX-ის გარეშე ვიდეობარათის შეძენა ყველაზე დიდი უგუნურებაა. ამისდა მიუხედავად ვიდეობარათების უმსხვილესი მწარმოებელი…
გაიგე მეტი
Total
0
Share