Huawei, სმარტფონების ბიზნესის გაყიდვას განიხილავს

გასულ წელს, Huawei-მ საკუთარი შვილობილი ბრენდი, Honor კონსორციუმ Shenzhen Zhixin New Information Co. Ltd.-ს მიყიდა. გავრცელებული ჭორების თანახმად, კომპანია ამჯერად საკუთარი მაღალი კლასის სმარტფონების, P და Mate ხაზის გაყიდვას განიხილავს.

24 იანვარს ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ Huawei საკუთარი პრემიუმ კლასის სმარტფონების ბიზნესის გაყიდვას იმავე სქემით აპირებს, როგორითაც თავის დროზე ბრენდი Honor გაყიდა. წყაროს ინფორმაციით, მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება და მის შედეგებს ჩვენ უახლოეს მომავალში შევიტყობთ.

აღნიშნული ჭორის საპირისპიროს ამტკიცებს Huawei და ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი მსგავსი ტიპის ჭორებს Honor-ის გაყიდვის შემთხვევაშიც უარყოფდა იმ მომენტამდე, სანამ ბრენდის გაყიდვის ფაქტი ოფიციალურად არ დადასტურდა.

Total
0
Shares
Previous Post

Apple საკუთარ ვირტუალური რეალობის (VR) ჩაფხუტს გამოუშვებს

Next Post

ირანი, კრიპტოვალუტის მაინერების გამო ელ.ენერგიის გარეშე დარჩა

Related Posts

Huawei P50-ზე, შესაძლოა, 200X ბინოკულარული ზუმის მქონე კამერა ვიხილოთ

P30 Pro სერიის გამოშვებასთან ერთად, Periscope Zoom ტექნოლოგიის დანერგვით, ჰუავეიმ სრულიად გაარღვია სმარტფონების კამერის მასშტაბირების შესაძლებლობების ბარიერი. Huawei…
გაიგე მეტი

2020 წლის iPhone-ს შესაძლოა ახალი ფუნქცია დაემატოს

Apple-ის ახალი პატენტის მიხედვით iPhone-ის მომავალი სმარტფონი უკან განლაგებულ Apple-ის ლოგოს შეტყობინებების  მანათობელ ინდიკატორად აქცევს. Apple-ის ლოგოს ინდიკატორის…
გაიგე მეტი

Huawei-მ ეკრანისა და უკანა მინის ნაკაწრების აღდგენის მეთოდი დააპატენტა.

Huawei-მ მინის ნაკაწრების აღდგენის მეთოდსა და საჭირო მოწყობილობასთან დაკავშირებით, პატენტის განაცხადი 2019 წლის 20 ივნისს CNIPA– ში (ჩინეთის…
გაიგე მეტი
Total
0
Share