Huawei რუკების საკუთარ სერვისს უშვებს

Huawei Technologies Co.-მ საკუთარი კარტოგრაფიული სერვისის— Map Kit-ის ჩაშვების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა.

კომპანია მომხმარებლებს Map Kit-ის ლოკალურ კარტოგრაფიულ სერვისებთან დაკავშირების მარტივ შესაძლებლობას სთავაზობს, აცხადებს GizmoChina.

Huawei-ს აღნიშნული ქმედება განპირობებულია აშშ-ს აკრძალვით, რომელიც კომპანიის ახალ სმარტფონებში უახლოეს მომავალში Google-ის სერვისების, მათ შორის Google Maps-ის ჩაწერის უფლებას უზღუდავს.

წყაროს თქმით, Map Kit-ი არ იქნება საბოლოო პროდუქტი, არამედ წარმოადგენს ხელსაწყოების ერთობლიობას იმ დეველოპერებისთვის, ვინც სხვადასხვა კარტოგრაფიული აპლიკაციების შექმნით იქნება დაკავებული.

სერვისი რუსულ „Yandex“-თან და ამერიკულ ტურისტულ საიტთან, Booking Holdings-თან თანამშრომლობით შეიქმნება. Map Kit-ი ლოკალურ კარტოგრაფიულ სერვისებთან იმუშავებს და ხელმისაწვდომი იქნება 40 ენაზე მსოფლიოს 150 ქვეყანაში.

ჩჟან პიგანი— Huawei Consumer Business Group-ის ღრუბლოვანი სერვისების პრეზიდენტი

Map Kit-ი მოძრაობის რეალურ რეჟიმში დაკვირვებისა და განვითარებულ სანავიგაციო სისტემებით იქნება აღჭურვილი, რომელიც ავტომობილის მოძრაობის ზოლებს შორის გადასვლასაც ამოიცნობს. გარდა ამისა სერვისს AR კარტოგრაფიის სრული მხარდაჭერა ექნება.

გასულ კვირაში Huawei-მ Map Kit-ი დეველოპერების კონფერენციაზეც ახსენა. გარდა კარტოგრაფიული სიახლისა, Huawei-ის მობილური სერვისები შემდეგ პროდუქტებს მოიცავენ: Site Kit, Location Kit, Drive Kit და Scan Kit.

შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს Huawei Developers Conference 2019-ზე კომპანიამ საკუთარი ახალი ოპერაციული სისტემა— Harmony OS-ი წარმოადგინა, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ ჭკვიან ტელევიზორებში იქნება გამოყენებული.

Harmony OS-ის უპირატესობად კომპანია მის მიკრობირთვს ასახელებს. Huawei Consumer Business Group-ის გენერალური დირექტორის თქმით, Android-ი კოდის 100 მილიონამდე სტრიქონისგან შედგება, სისტემის ბირთვის კოდს აქედან 20 მილიონზე მეტი სტრიქონი დაეთმო, თუმცა რეალურად Android-ი კოდის მხოლოდ 8%-ს იყენებს, რაც მის მოქნილობასა და სწრაფქმედებაზეც აისახება.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published.

Previous Post

Microsoft-ი მომხმარებლების საუბრებს იწერს

Next Post

Windows 10 May 2019 Update 1903 — ცნობილი ხარვეზები

Related Posts

Your Phone-ში Windows 10-ზე მალე სატელეფონო ზარების ფუნქცია გამოჩნდება

როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ მარტში ვრცელდებოდა ჭორები იმის შესახებ, რომ Windows 10-ის სმარტფონთან სინქრონიზაციის აპლიკაცია Your Phone-ში სატელეფონო…
გაიგე მეტი

Instagram-მა აპლიკაცია „Threads“-ი წარმოადგინა

Instagram-ის დეველოპერებმა გასულ წელს სოც.ქსელში „რჩეული მეგობრების“ ფუნქცია დაამატეს, რომელიც მომხმარებელს „სთორების“ მხოლოდ რჩეულ მეგობრებთან გაზიარების შესაძლებლობას აძლევდა.…
გაიგე მეტი

WhatsApp Business-მა კატალოგების მხარდაჭერა მიიღო

WhatsApp Business-მა უკვე დაიკავა კორპორატიული ბაზრის გარკვეული წილი. მისი ბიზნესისთვის სასარგებლო შესაძლებლობების ჩამონათვალი კი საკმაოდ სწრაფად იზრდება. სერვისის…
გაიგე მეტი
Total
0
Share