Huawei P50-ზე, შესაძლოა, 200X ბინოკულარული ზუმის მქონე კამერა ვიხილოთ

P30 Pro სერიის გამოშვებასთან ერთად, Periscope Zoom ტექნოლოგიის დანერგვით, ჰუავეიმ სრულიად გაარღვია სმარტფონების კამერის მასშტაბირების შესაძლებლობების ბარიერი. Huawei P30 Pro გახდა პირველი სმარტფონი, რომელმაც უზრუნველყო 5X ოპტიკური და 50X ციფრული მასშტაბირება.

Huawei P40 Pro Plus-ში ჩინურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, გააუმჯობესა წინამორბედი მოდელის პერისკოპული კამერა, რათა გადაეღო სურათები 10X ოპტიკური და 100X ციფრული ზუმით.

200X “პერისკოპული მასშტაბირება”

Huawei როგორც ყოველთვის, ემზადება ამ წლის პირველი ფლაგმანის Huawei P50 სერიის გამოსაშვებად და ტრადიციულად კამერის ახალ შესაძლებლობებსაც უნდა ველოდოთ.

Weibo–ს ინფორმაციის მიხედვით, Huawei P50 სერიის საუკეთესო მოდელს გააჩნია 20X ოპტიკური და 200X ციფრული მასშტაბირების ფუნქცია. წყარო ვარაუდობს, რომ 200X მასშტაბირება არის “ბინოკულარული მასშტაბი”, რაც ბუნდოვანი და დამაბნეველია, ვინაიდან ამჟამად არ არსებობს სმარტფონი, რომელსაც მსგავსი მასშტაბირების შესაძლებლობა ექნება. კამერის სხვა მახასიათებლები ჯერჯერობით უცნობია.

აღნიშნული ინფორმაცია ამ ეტაპზე ოფიციალურად დადასტურებული არ არის, თუმცა თუ ჩვენ ჰუავეიზე ვსაუბრობთ, ეს შეუძლებელი არ უნდა იყოს, რადგან კომპანიამ უკვე საკმაოდ ბევრს მიაღწია სმარტფონის კამერის განვითარებაში.

120 ჰც სიხშირის მქონე ეკრანი:

Huawei P40 იყო კომპანიის პირველი ფლაგმანი, რომელსაც გააჩნდა ეკრანის 90 ჰერციანი კადრის განახლების სიხშირე, რაც აუმჯობესებს მომხმარებლის გამოცდილებას სმარტფონის პროგრამულ ეკოსისტემასთან მუშაობისას.

როგორც აღმოჩნდა, Huawei P40-ისა და Mate 40-ის ეკრანებს 120 ჰერციანი განახლების მხარდაჭერა აქვთ, მაგრამ კომპანიამ შეგნებულად შეზღუდა სიჩქარე ავტონომიური მუშაობის გახანგრძლივების მიზნით.

გასული წლის დეკემბერში, Huawei–მ გამოუშვა ახალი Nova 8 Pro, რომელსაც ეკრანის 120 ჰერციანი განახლების სიხშირე აქვს, შესაბამისად ალბათობა იმისა, რომ Huawei P50 სერიის სმარტფონების ეკრანი 120 ჰერციანი განახლების სიხშირეს მიიღებს, ძალიან დიდია.

Total
0
Shares
Previous Post

დნმ-ის პორტატული სეკვენატორი, რომელიც შეგიძლიათ ჯიბითაც ატაროთ

Next Post

Parler რუსულ ჰოსტინგზე იმუშავებს

Related Posts

Huawei-მ ტელეფონის ხმით განბლოკვისთვის აკუსტიკური ამოცნობის ტექნოლოგია დააპატენტა

2019 წლის 24 ივლისს, Huawei–მ და Duke Kunshan University–მა ერთობლივად შეიტანეს განაცხადი ახალი პატენტის, Voiceprint-ის (ხმის ამოცნობის ტექნოლოგია)…
გაიგე მეტი

Apple-ი მაღაზიებს iPhone-ების დეფიციტის შესახებ აფრთხილებს

ეპიდემიის გამო დაზიანებული iPhone-ების ჩანაცვლება 2-4 კვირამდე პერიოდში გართულდება, რადგან წარმოების შენელებულმა ტემპმა მარაგები საგრძნობლად შეამცირა და პრაქტიკულად…
გაიგე მეტი
Total
0
Share