Huawei-მ ეკრანისა და უკანა მინის ნაკაწრების აღდგენის მეთოდი დააპატენტა.

Huawei-მ მინის ნაკაწრების აღდგენის მეთოდსა და საჭირო მოწყობილობასთან დაკავშირებით, პატენტის განაცხადი 2019 წლის 20 ივნისს CNIPA– ში (ჩინეთის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ადმინისტრაცია) შეიტანა. განაცხადი CNIPA-ს მიეს მიღებულ იქნა და გამოქვეყნდა მიმდინარე წლის 22 დეკემბერს.

პატენტის აღწერა გვიჩვენებს ნაკაწრებიანი ეკრანის შუშის აღდგენის მეთოდს. აღწერის თანახმად, პირველი ნაბიჯი მოსამზადებელი მოწყობილობის მიერ, ნაკაწრის ეკრანის მინაზე დაფიქსირებაა, შემდგომ კი მისი გაწმენდა ხდება ალკოჰოლით, ხოლო უკანა ეკრანზე გამოიყენება ულტრაბგერითი საწმენდი.

მოსამზადებელი პროცედურის შემდეგ, მოწყობილობა ნაკაწრზე ასხამს აღმდგენ სითხეს, რომელიც წარმოადგენს აკრილატის 35-45%, ეპოქსიდური ფისის 50-60%, ინიციატორის 2-3% და დანამატების 2-3% ნარევს. ამის შემდეგ, სითხე ავტომატურად ფარავს გამჭვირვალე ფირს და რეზინის როლიკერის დახმარებით, თანაბრად ვრცელდება მის ზედაპირზე. ბოლო ეტაპზე, ფისოვანი აღმდგენი ფენის შესაქმნელად გამოიყენება 320 ~ 420 ნმ ულტრაიისფერი დასხივება.

პატენტის აღწერაზე დაყრდნობით, შუშის ზედაპირზე აღმდგენი ხსნარის წებოვანი ძალა, უნდა აღემატებოდეს გამჭვირვალე ფირის წებოვან ძალას, ისე რომ მოხსნისას არ მოხდეს ფისოვანი გამშლელი ფენის დაზიანება.

დღეისათვის სმარტფონების უმეტესობას გააჩნია გამოწრთობილი მინა, შესაბამისად არსებობს ნაკაწრების საშიშროება მისი ყოველდღიური გამოყენებისას. მობილური ტელეფონის შემკეთებლები, ნაკაწრების მოსაშორებლად, ძირითადად იყენებდნენ გაპრიალების ხერხს, მაგრამ ეს მეთოდი მთლიანად ანადგურებდა ეკრანის ზედაპირის საფარს. ვნახოთ რა ცვლილებებს მოიტანს ჰუავეის ახალი პატენტი დღის სინათლეზე გამოჩენისას.

წყარო: ithome

Total
0
Shares
Previous Post

საახალწლოდ iCloud-მა დატვირთვას ვერ გაუძლო

Next Post

გამოვიდა Xiaomi Mi 11 — პირველი ანდროიდ სმარტფონი Snapdragon 888-ზე

Related Posts

Siri-ზე მომუშავე ქვედანაყოფის ხელმძღვანელი Microsoft-ში გადავიდა

Apple-ის ხმოვან ასისტენტ Siri-ზე მომუშავე ქვედანაყოფის ხელმძღვანელმა, ბილ სთეზიორმა კუპერტინოს ოფისი 2019 წლის მაისში დატოვა და დღეს ის…
გაიგე მეტი

Microsoft-მა ახალი Surface მოწყობილობები, მათ შორის სმარტფონი წარმოადგინა

Microsoft-ის ოქტომბრის პრეზენტაციამ ნამდვილად გაგვაოცა. ნიუ-იორკში ჩატარებულ პრეზენტაციაზე კომპანიამ ახალი მოწყობილობების მთელი ბუკეტი წარმოადგინა, მათ შორის ვიხილეთ საკეცი…
გაიგე მეტი

2025 წელს, ბირთვულ ძრავზე მომუშავე პირველ გემს ვიხილავთ

ზუსტად ოთხ წელიწადში, წყალში ჩაეშვება უნიკალური გემი, რომლის ბორტზე დიდ სფეროს დაინახავთ. გემის ინოვაციურობა მდგომარეობს იმაში, რომ მისი…
გაიგე მეტი
Total
0
Share