Instagram-სა და Messenger-ში გაზიარებულ ბმულებს Facebook განზრახ ინახავს

Facebook ინახავს ყველა იმ ბმულს, რომელსაც თქვენ აზიარებთ Messenger-სა და Instagram-ის საშუალებით. საუბარია არა მხოლოდ ლინკზე, არამედ გვერდის მთლიან შინაარსზე. გასული წლის ოქტომბერში, აპლიკაციის დეველოპერებმა, ტომი მისკმა და თალალ ჰაჯი ბექრიმ Facebook-ის პირადი შეტყობინებების პლატფორმაზე, აღმოაჩინეს კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების რისკი.

ყოველთვის, როდესაც მომხმარებელი აზიარებდა ბმულს Messenger-სა და Instagram-ზე, ბმულიდან მონაცემები სოციალური მედიის გიგანტ სერვერებზე იწერებოდა. მისკისა და ბექრის აზრით, ეს ხდებოდა მაშინაც კი, თუ დაკავშირებული საიტი შეიცავდა გიგაბაიტობით მოცულობის მქონე მონაცემებს.

ფეისბუქის სერვერები იწერენ ნებისმიერი ბმულის შინაარსს, რომელიც გაგზავნილია მესინჯერის ან ინსტაგრამის DM-ის საშუალებით, ეს შეიძლება იყოს გადახდები, კონტრაქტები, სამედიცინო ჩანაწერები ან ნებისმიერი სხვა რამ, რაც შესაძლებელია, რომ კონფიდენციალური იყოს., — წერენ მისკი და ბექრი თავიანთ მოხსენებაში.

მომხმარებლებისთვის პირადი შეტყობინებების პლატფორმების მეშვეობით ბმულების გაზიარება, რომელიც შესაძლებელია პოტენციურად მგრძნობიარე მონაცემებს შეიცავდეს, ახალი არ არის. საინტერესოა რატომ სჭირდება Facebook-ს ამ მონაცემების ჩამოტვირთვა Messenger-სა და Instagram-ზე გაზიარებული ყველა ბმულიდან, განსაკუთრებით როცა იგი გიგაბაიტობით მოცულობის მქონე მონაცემებს შეიცავს?

თავდაპირველად, მისკი და ბექრი აღნიშნული აღმოჩენის მოხსენების მიზნით Facebook-ს დაუკავშირდნენ. ჩათვალეს რომ ეს პროცესი შემთხვევითი იყო, თუმცა, მალევე დეველოპერებმა აღმოაჩინეს საინტერესო განახლება: Facebook-მა მთლიანად გათიშა ე.წ ბმულის გადახედვა Messenger-სა და Instagram-ზე, მხოლოდ ევროპაში. რატომ? ევროკავშირში მკაცრი ონლაინ კონფიდენციალურობის კანონები მოქმედებს, შესაბამისად ბმულებიდან მონაცემთა ჩამოტვირთვა და შენახვა, რომელსაც მომხმარებლები აზიარებენ, არღვევს ამ კანონებს.

ბმულის გადახედვა, იმ შემთხვევაში, თუ არ იცით მისი მნიშვნელობა, არის ის ავტომატურად წარმოქმნილი მცირე ზომის ესკიზი, რომელიც ლინკის გაგზავნის შემდეგ გვერდების სათაურსა და აღწერილობასთან ერთად ჩნდება.

ევროპაში ამ სერვისის შეჩერება აშკარად მიანიშნებს იმაზე, რომ Facebook აღნიშნულ კონტენტს გადახედვების შექმნის გარდა, შესაძლოა სხვა მიზნებისთვისაც იყენებდეს”, — აცხადებენ დეველოპერები.

მოხსენებაში მისკი და ბექრი ამბობენ, რომ მიმოიხილეს სხვა ონლაინ პლატფორმები, როგორიცაა Twitter, Slack და Discord. აღმოჩნდა, რომ Facebook და Instagram ერთადერთი იყო, რომლებმაც გადმოწერეს გიგაბაიტობით მოცულობის მქონე მონაცემები თითოეული გაგზავნილი ბმულიდან, როდესაც სხვა პლატფორმების უმეტესობამ გადმოტვირთა არაუმეტეს 50 მბ, ბმულის გადახედვისთვის საჭირო ინფორმაციის შესაქმნელად.

დეველოპერები აღნიშნავენ, რომ Facebook-მა 2020 წლის დეკემბერში ევროკავშირის ელექტრონული კომუნიკაციების კონფიდენციალურობის დებულების გამო, თავიანთ პლათფორმებში სამომავლო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, თუმცა არ დაუზუსტებია თუ კონკრეტულად რა ცვლილებები მოხდებოდა.

ჩვენ დავუკავშირდით Facebook-ს 2020 წლის სექტემბერში იმის თაობაზე, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო კონფიდენციალურობის პრობლემა (და პოტენციურად სერიოზული შეცდომა), თუმცა მათ ძირითადად უარყვეს ჩვენი შეშფოთება”, — ამბობს მისკი და ბექრი. Facebook-მა დეველოპერებს უთხრა, რომ ფუნქცია მუშაობს ისე, როგორც მის მექანიზმში იყო გაწერილი.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ Facebook კვლავ ქმნის ბმულების გადახედვას და აგრძელებს ყველა მონაცემის ჩამოტვირთვას ბმულთან დაკავშირებული გვერდებიდან ევროკავშირის გარეთ. შესამაბისად, მათ ვისაც ევროკავშირის რეგულაციები არ გეხებათ, ბმულის გაზიარებისას უნდა გახსოვდეთ, რომ Facebook იწერს თქვენ მიერ გაგზავნილ ლინკებსა და მასზე არსებულ მონაცემებს და ინახავს მის სერვერებზე.

აღნიშნულ ინფორმაციას ავრცელებს ამერიკული ციფრული მედია პლატფორმა Mashable, თუმცა Facebook-ში ამ ინფორმაციას უარყოფენ. 12 თებერვლის ოფიციალური განცხადების თანახმად, Messenger-სა და Instagram-ზე გაზიარებული ბმულებისთვის იტვირთება მცირე ზომის სურათი, რათა შეიქმნას ბმულის ესკიზი. განცხადებაში ნათქვამია, რომ Facebook ამას აკეთებს მომხმარებლის რისკებისგან დასაცავად, როგორიცაა მავნე პროგრამები და ისინი სხვა სახის მონაცემებს არ ინახავენ.

ჩვენ არ ვინახავთ მონაცემებს მესინჯერში ან ინსტაგრამზე გაზიარებული ბმულებიდან და არ ვიწერთ ორიგინალ ფაილს. როგორც მკვლევარებს ავუხსენით, აღწერილი ქცევა არის ის, თუ როგორ ვაჩვენებთ კონკრეტული ბმულის გადახედვას და ჩვენ ის საშუალებას გვაძლევს საზოგადოება დავიცვათ მავნე პროგრამების გაზიარებისგან.” — თქვა Facebook-ის სპიკერმა Mashable-სთვის მიწოდებულ განცხადებაში.

Total
0
Shares
Previous Post

Apple Pay-ს ბიტკოინებით გადახდის მხარდაჭერა დაემატა

Next Post

ებოლას ახალი შემთხვევები გვინეასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაფიქსირდა

Related Posts
Getty Images

ფეისბუქისა და ეფლის დაპირისპირება ახალ მასშტაბებს იძენს

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მსოფლიოს უდიდესმა სოციალურმა ქსელმა The Wall Street Journal-ში, The New York Times-ში და The…
გაიგე მეტი

ტვიტერი, Clubhouse-ის ანალოგს ქმნის — ვიდეო

მიკრობლოგების ქსელი ტვიტერი, აპრილში მომხმარებლებისთვის ხმოვანი ჩატის ჩაშვებას გეგმავს. როგორც DW იუწყება, ახალი სერვისი, სახელწოდებით Spaces, ამჟამად ტესტირების…
გაიგე მეტი

Facebook, სახის ამომცნობი ტექნოლოგიის გამო, $650 მილიონით დაჯარიმდა

ფედერალურმა მოსამართლემ, პარასკევს, ფეისბუქს 650 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა. სოციალურ ქსელს ამ თანხის გადახდა კონფიდენციალურობის რეგულაციის…
გაიგე მეტი
Total
0
Share