Apple iOS 13.1-ს და iPadOS 13.1-ს უფრო ადრე გამოუშვებს

თუ აქამდე უცნაური იყო iOS 13-ის რელიზიდან 11 დღეში პირველი მინორული განახლება 13.1-ის გამოშვება, Apple-ის ბოლო გადაწყვეტილება უფრო გაგაკვირვებთ.  კომპანია iOS 13.1/ iPad 13.1-ს  მთელი 6 დღით ადრე გამოუშვებს. ამჯერად iOS 13-ის პირველი განახლება 30 სექტემბრის ნაცვლად 24 სეტქემბერს გამოვა.

iOS 13 გუშინ ყველა თავსებადმა მოწყობილობამ მიიღო, თუმცა ონლაინ გამოცემების უმეტესობა თანხმდება იმაზე, რომ iOS 13 დღის სინათლეს უამრავი ხარვეზით შეხვდა, რაც iOS 12-ის საკმაოდ სტაბილური რელიზის შემდეგ საკმაოდ უჩვეულოა. ვარაუდობენ, რომ 13.1-ის გამოსვლის თარიღის გადმოწევა ზუსტად აღნიშნული ხარვეზების გამო მოხდა. გარდა ამისა, 13.1 დახურავს უსაფრთხოების ხვრელს, რომლის შედეგადაც შესაძლებელი ხდება ბლოკირების ეკრანის გვერდის ავლით კონტაქტების სიასთან წვდომის მიღება.

თუ ხარვეზების და შეცდომების არ გეშინიათ, მაშინ მოწყობილობის განახლება iOS-ის მე-13 ვერსიამდე უკვე შეგიძლიათ. კრიტიკული და შემაწუხებელი ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაბრუნდეთ iOS 12-ზე და დაელოდოთ 13.1-ს, რომელიც 5 დღეში გამოვა.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published.

Previous Post

Microsoft-მა დეველოპერებისთვის ახალი ფონტი Cascadia Code წარმოადგინა

Next Post

Huawei-მ Mate 30/Mate 30 Pro-ზე სისტემის ჩამტვირთველი (bootloader) განბლოკა

Related Posts

Microsoft-ი Windows 10 v1903-ის მნიშვნელოვანი პატჩის ტესტირებას იწყებს

Windows 10-ის ბოლო განახლების შემდეგ Microsoft-ი ახალ დამატებით კუმულატიურ განახლებას ტესტავს, რომელმაც ოქტომბრის და სექტემბრის განახლებებში დაშვებული შეცდომები…
გაიგე მეტი

Twitter-მა პოლიტიკური რეკლამა სრულად აკრძალა

Twitter-ის დამფუძნებლის, ჯეკ დორსის განცხადებით, სოციალური ქსელის ხელმძღვანელობამ პოლიტიკური რეკლამის სრულად აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. „ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება მსოფლიო…
გაიგე მეტი

ეფლის შემდეგ, შესაძლოა, დამტენის გარეშე Samsung Galaxy S21-იც გამოვიდეს

კომპანია სამსუნგმა ბრაზილიაში ახალი ფლაგმანები, Galaxy S21 და Galaxy S21+ უცნაური კომპლექტაციით დაარეგისტრირა. თანდართულ დოკუემნტაციაში აღნიშნულია, რომ სმარტფონების…
გაიგე მეტი
Total
0
Share