Apple ქარხნული წუნის მქონე iPhone 6s-ს და iPhone 6s Plus-ს უფასოდ შეაკეთებს

კომპანია Apple-მა ახალი არასაგარანტიო შეკეთების პროგრამას იწყებს. აღნიშნული სიახლე iPhone 6s-ს და iPhone 6s Plus-ს შეეხება.

რა შემთხვევაში შეაკეთებენ?

Apple-ის საიტზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით iPhone 6s-ის და iPhone 6s Plus-ის „მცირე პარტიაში“ პრობლემური კომპონენტი გამოვლინდა, რის გამოც სმარტფონები აღარ ირთვება. სხვა დეტალებს კომპანია არ აკონკრეტებს.

Apple წუნის მქონე iPhone-ებს 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის აგვისტომდე აწარმოებდა. იმისათვის, რომ გადაამოწმოთ ეხება თუ არა აღნიშნული უფასო შეკეთების პროგრამა თქვენს სმარტფონს, შეიყვანეთ თქვენი iPhone-ის სერიული ნომერი აქ . დადებითი პასუხის შემთხვევაში მიმართეთ უახლოეს ავტორიზებულ სერვის-ცენტრს.

Apple ასეთ სმარტფონებს სრულიად უფასოდ შეაკეთებს. მომხმარებლები, რომლებმაც შეკეთებაში ფული გადაიხადეს თანხა სრულად დაუბრუნდებათ.

iPhone 6s და iPhone 6s Plus-ის შეკეთების უფასო პროგრამა ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

წყარო: Apple-ის ოფიციალური საიტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

წინა სტატია

Google-მა Xiaomi-ს, Samsung-ის, LG-ს და Huawei-ს Android სმარტფონებში კრიტიკული მოწყვლადობა აღმოაჩინა

შემდეგი სტატია

Google-მა საკუთარი „მოკლული“ სერვისების ნამდვილი სასაფლაო შექმნა

შეთავაზებული სტატიები

Microsoft, აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს დამატებითი რეალობის სათვალეებს გადასცემს

ტექნოლოგიურმა კორპორაცია მაიკროსოფტმა, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ, ვირტუალური რეალობის ჩაფხუტების, HoloLens 2-ის ტენდერში გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაციას…
გაიგე მეტი

Apple საკუთარ ვირტუალური რეალობის (VR) ჩაფხუტს გამოუშვებს

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი, ეფლი საკუთარ VR ჩაფხუტზე მუშაობს, რომელიც კომპანიის პროდუქტების სრულიად ახალ ხაზს დაუდებს სათავეს. “Apple Inc.-ის…
გაიგე მეტი
HTML tutorial HTML tutorial HTML tutorial


გაიგე პირველმა, გამოგვყევი ფეისბუქზე
მოწონება
Total
0
გაზიარება