ხუთი მიზეზი, რატომ არ უნდა იყიდოთ ახალი iPhone 11 Pro

რამდენიმე დღის წინ Apple-მა ოფიციალურად წარმოადგინა ფლაგმანი სმარტფონები — iPhone 11 Pro და iPhone 11 Pro Max-ი. iPhone 11 Pro სერიის ფასი 999$-დან იწყება და წინამორბედთან შედარებით, გამოირჩევა რამდენიმე გაუმჯობესებით. მიუხედავად ამ განახლებებისა, არსებობს რამდენიმე მიზეზი, რომელთა გამოც მიმომხილველები მომხმარებლებს ამ მოწყობილობების ყიდვას არ ურჩევენ.

არ აქვს 5G-ს მხარდაჭერა

როდესაც სმარტფონში დაახლოებით 1100 დოლარს იხდით, ალბათ ელოდებით, რომ მომავალში სათანადოდ გამოგადგებათ. ინტერნეტკავშირი სმარტფონების უდავოდ საკვანძო მახასიათებელია, მაგრამ გეტყვით, რომ iPhone Pro მოდელებს უახლესი 5G ქსელის მხარდაჭერა არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ 5G კავშირის გაშვება მსოფლიოში ახლა დაიწყო, უახლოესი ერთი წლის განმავლობაში მას უთუოდ იხილავთ მრავალი მობილური ოპერატორის სერვისში.  iPhone Pro მოდელების შეძენის შემთხვევაში, ამ უახლესი ტექნოლოგიის მიღმა დარჩებით.

დამატებითი რეალობის მახასიათებლები

Apple ამჟამად iPhone-ებისთვის დამატებითი რეალობის (AR) შესაძლებლობაზე მუშაობს. იმისათვის, რათა iPhone Pro მომავალ სიახლესთან თავსებადობისთვის, Apple-მა ახალი U1 ჩიპი გამოიყენა, რომელიც სივრცული აღქმისთვის ულტრა ფართოზოლოვან (Ultra Wideband) ტექნოლოგიას იყენებს. შემდეგი თაობის iPhone-ები, რომლებიც მომავალ წელს გამოვა, აღჭურვილი იქნება უფრო მძლავრი U2 ჩიპით, რაც ნიშნავს უფრო მოწინავე AR მახასიათებლებს. გარდა ამისა, Apple-მა შემთხვევით ისიც დაადასტურა, რომ  კომპანია AR ჩაფხუტზე მუშაობს. განსხვავებით შემდეგი თაობის iPhone-ებისა, რომლებიც AR ჩაფხუტთან ერთად გამოვა, iPhone 11 Pro მოდელები დიდი ალბათობით AR ჩაფხუტის სრულფასოვან მხარდაჭერას ვერ მიიღებენ.

Pro მახასიათებლების ნაკლებობა

ახალი iPhone-ების „Pro“-თი ბრენდირება ალბათ გაუმართლებელია. მიუხედავად იმისა, რომ iPhone 11 Pro სერია შეიძლება გაუმჯობესებული კამერითა და ბატარეით გამოირჩეოდეს, თქვენ მასში ვერ ნახავთ მახასიათებლებს, რომლებითაც ახალი iPhone გვერდით დაუდგება სხვა ფლაგმანურ სმარტფონებს. მაგალითად, Samsung Galaxy Note 10 სერიას სტილუსის მხარდაჭერა აქვს; HUAWEI P30 Pro-ს კი 50x ზუმის შესაძლებლობა. შეგიძლიათ დაასახელოთ თუნდაც ერთი მახასიათებელი, რომლითაც ახალი iPhone-ებს გამოარჩევდით.

დიდი ჭრილი და მოძველებული დიზაინი

ახალი iPhone 11 Pro სერია გამოირჩევა უზარმაზარი ჭრილით (ადგილი დისპლეის თავზე, სადაც განთავსებულია წინა კამერა, დინამიკი და სხვა სენსორები) და თითქმის იგივე დიზაინით, რაც მის წინამორბედებს ჰქონდა. ასეთი დიზაინი Samsung Galaxy Note 10 სერიასთან, OnePlus 7 Pro-სთან და რამდენიმე სხვა ფლაგმან სმარტფონთან შედარებისას მოძველებული ჩანს.

USB-C-ს არქონა

მიუხედავად იმისა, რომ მთელი ინდუსტრია USB-C სტანდარტზე გადადის, ახალ iPhone 11 Pro სერიაში თქვენ კვლავ lightning პორტი დაგხვდებათ. უახლოეს თვეებში ყველგან ნახავთ USB-C დამტენებსა და აქსესუარებს, მაგრამ iPhone 11 Pro-ს გადამკიდე, ალბათ მუდმივად დაგჭირდებათ გადამყვანის ტარება.

გარდა ჩამოთვლილისა, თუ სხვა მიზეზებსაც მიამატებდით, გაგვიზიარეთ თამამად.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published.

Previous Post

Quis Nascetur Aenean Ipsum Vici

Next Post

Apple Watch Series 5 ძველ პროცესორზე მუშაობს

Related Posts

Apple-ი მაღაზიებს iPhone-ების დეფიციტის შესახებ აფრთხილებს

ეპიდემიის გამო დაზიანებული iPhone-ების ჩანაცვლება 2-4 კვირამდე პერიოდში გართულდება, რადგან წარმოების შენელებულმა ტემპმა მარაგები საგრძნობლად შეამცირა და პრაქტიკულად…
გაიგე მეტი

Huawei-მ Mate 30/Mate 30 Pro-ზე სისტემის ჩამტვირთველი (bootloader) განბლოკა

კომპანია Huawei-მ აშშ-ს სანქციების პირობებში ახალი ფლაგმანების მიმართ ინტერესის გაზრდის კიდევ ერთ ხერხს მიმართა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ს მთავრობის…
გაიგე მეტი

ჰანს ციმერმა Oppo Find X3 Pro-სთვის რინგტონები შექმნა

ინტერსტელარის, დასაწყისის, მეფე ლომისა და სხვა იკონური საუნდტრეკების ლეგენდარულმა კომპოზიტორმა, ჰანს ციმერმა, ამჯერად სატელეფონო რიგნტონების კომპოზოციები შექმნა. დიახ,…
გაიგე მეტი
Total
0
Share