გამოვიდა Windows 10 1903-ის დაგროვებითი განახლება (18362.329)

რამდენიმე ინსაიდერული ანაწყობის შემდეგ Microsoft-მა Windows 10-ის სტაბილური May 2019 Update (1903)-სთვის განკუთვნილი განახლება გამოუშვა.

შესწორებების და გაუმჯობესებების სია ასე გამოიყურება:

Windows 10 1903 | KB 4512941 | 18362.329 | განახლების ხელით გადმოწერა.

  • გამოსწორებულია ხარვეზი, რომლის გამოც გარკვეულ თამაშებში არ მუშაობდა სივრცული ხმა (Spatial Audio).
  • გამოსწორებულია ხარვეზი, რომლის გამოც სენსორულ ეკრანზე ტექსტის ველზე გადასვლისას კურსორი იკარგებოდა.
  • გამოსწორებულია შეცდომა, რომლის გამოც მხარდაჭერის არმქონე აპლიკაციების სახელწოდება Start-ის მენიუში შემდეგ ფორმატში ჩანდა — ms-resource:AppName/Text.
  • გამოსწორებულია ხარვეზი, რომლის გამოც გარკვეული ვებ-საიტებიდან Microsoft Edge-ში დაცული მედიაკონტენტის გადმოწერა შეუძლებელი იყო.
  • გაუმჯობესებულია Win32-პროგრამების თავსებადობა Windows Mixed Reality-სთან სამუშაოდ.
Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published.

Previous Post

Microsoft-მა Office-ის მობილური აპლიკაციების „მუქი“ თემა წარმოადგინა

Next Post

Xbox Live გაითიშა

Related Posts

Huawei-მ საკუთარ სმარტფონებზე შესაძლოა Google-ის სერვისები დააბრუნოს

როგორც ჩანს, დონალდ ტრამპმა უკვე მერამდენედ, მაგრამ მაინც გადაწყვიტა Huawei-ს მიმართ დაწესებული სანქციების შერბილება . ამისდა მიუხედავად საბოლოო…
გაიგე მეტი
Total
0
Share