Huawei-მ Mate 30/Mate 30 Pro-ზე სისტემის ჩამტვირთველი (bootloader) განბლოკა

კომპანია Huawei-მ აშშ-ს სანქციების პირობებში ახალი ფლაგმანების მიმართ ინტერესის გაზრდის კიდევ ერთ ხერხს მიმართა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ს მთავრობის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად, ჩინური კომპანია Huawei საკუთარ ახალ სმარტფონებში Google-ის სერვისებს ვეღარ გამოიყენებს.

Huawei Consumer Business Group-ის ხელმძღვანელმა, რიჩარდ იუმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კომპანიის ახალ ფლაგმანებში სისტემის ჩამტვირთველი (bootloader)  განბლოკილი იქნება.

მოწყობილობის სისტემის მეტი დაცულობისთვის Huawei საკუთარი ნებით განბლოკვას არ მიესალმებოდა, თუმცა ახალი რეალობის პირობებში კომპანიამ მომხმარებლებს მეტი თავისუფლება მისცა, რის შედეგადაც სმარტფონებში Google-ის სერვისების ინსტალაცია უფრო მარტივი იქნება.

ჯერ-ჯერობით გაუგებარია, სისტემის ჩამტვირთველი მომხმარებელს კოლოფიდანვე განბლოკილი დახვდება თუ არა.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published.

Previous Post

Apple iOS 13.1-ს და iPadOS 13.1-ს უფრო ადრე გამოუშვებს

Next Post

Microsoft-ის პრეზიდენტი გამანადგურებელი რობოტებისთვის ახალი ჟენევის კონვენციის შექმნის ინიციატივით გამოდის

Related Posts

პაბლო ესკობარის ძმამ $350-იანი საკეცი სმარტფონი გამოუშვა

კოლუმბიელი ნარკობარონის ნათესავი, რობერტო ესკობარი Android-ზე მომუშავე საკეც სმარტფონს, Escobar Fold 1-ს უშვებს. ცნობილი კრიმინალის და ნარკორეალიზატორის ნათესავი…
გაიგე მეტი

Honor სმარტფონებზე Google Play სერვისები დაბრუნდება

Honor დიდი ხნის განმალობაში Huawei-ს სმარტფონების შვილობილ ბრენდად რჩებოდა, თუმცა 2020 წლის ბოლოს ამ ორი კომპანიის გზები საბოლოოდ…
გაიგე მეტი
Total
0
Share