Windows 10-ის დრაივერების განახლების პროცესი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა

Windows 10-ის მომხმარებლებისთვის სისტემის მორიგი განახლება, რომელიც რაღაცას აუცილებლად აფუჭებს, უკვე ჩვეულებრივი ამბავია. მოკლედ, Microsoft-ის ოპერაციული სისტემის მომხმარებლებისთვის სასიხარულო ამბავი გვაქვს. კომპანიამ ორი მნიშვნელოვანი და ამავდროულად ძალიან კარგი ცვლილება დააანონსა, რომელიც აუცილებლად მოგეწონებათ.

Windows 10, Windows 10 upgrade, Windows 10 update, Windows 10 problem, Windows 10 drivers,

შეხსენება:

თუ თქვენს კომპიუტერზე უკვე დაყენებულია განახლება KB4551762, რომელიც ოპერაცულ სისტემაში არაერთ პრობლემას იწვევს, შეგიძლიათ ის მარტივად წაშალოთ:

    • Windows-ის ძიების ველში “update history” და ძიების შედეგებში აირჩიეთ “View Update History”
    • შემდეგ აირჩიეთ “Uninstall Updates”
    • მოიძიეთ KB4551762 განახლება და დააწექით ღილაკს Uninstall
    • გადატვირთეთ კომპიუტერი, რის შედეგადაც განახლებით გამოწვეული პრობლემები უნდა მოგვარდეს.

თუ აღნიშნული განახლება ჯერ არ იძებნება განახლებების ისტორიაში, ის შესაძლოა მაინც დაინსტალირდეს თქვენს კომპიუტერზე. ამის თავიდან ასაცილებლად გადმოიწერეთ და გაუშვით Windows Update troubleshooter-ი.

1. დრაივერების სტაბილურობის გაუმჯობესება

დრაივერების განახლება Windows 10-ის ერთ-ერთი ყველაზე გამაღიზიანებელი მხარეა, რომელსაც კომპანიაში როგორც იქნა მიხედეს. Microsoft-მა ყველასთვის შეუმჩნევლად Windows 10-ზე დრაივერების განახლებების გავრცელების პროცესში შესული ცვლილებები გამოაქვეყნა.

დრაივერების თავდაპირველი განახლება ყველაზე აქტიურ მოწყობილობებზე მოხდება, რადგან ასეთ დროს კომპანიას მოწყობილობებიდან უფრო მეტი დიაგნოსტიკური მონაცემების მიღება შეუძლია, რაც ხარვეზების ადრეული გამოვლენის საშუალებას გვაძლევს.“ — განმარტავენ Microsoft-ში

“ეს პროცესი კომპონენტების და კომპიუტერის საიდენტიფიკაციო მონაცემების კომბინირებულ კლასტერებზე იმგვარად არის გენერირებული, რომ შემდგომში აღნიშნული განახლება ყველა მოწყობილობაზე ისე გავრცელდეს, რომ არ გამოიწვიოს გაუმართაობა. განახლების პირველი ფაზა 8 დღე გაგრძელდება, შემდგომი, საყოველთაო ე.წ „Smart“ გავრცელების პროცესი პარალელური მონიტორინგით 30 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

მართალია, Microsoft-ი საკუთარ განახლებებს ეტაპობრივად აქამდეც ავრცელებდა, თუმცა გავრცელების ახალი მეთოდი მეტად ჭკვიანია, რადგან ასეთი სახით კომპიუტერების უფრო ფართო სეგმენტზე განახლების გავრცელების პარალელურად მისი ტესტირება ბევრად სწრაფად მოხდება. წინა მეთოდით განახლებები შემთხვევითობის პრინციპით ვრცელოდებოდა, რაც ართულებდა გარკვეული კანონზომიერების დადგენას და განახლების გავრცელების შეჩერებას იქამდე, სანამ კომპიუტერების გაუმართაობა მასობრივ ხასიათს მიიღებდა.”

2. Windows 10 ახალ დიზაინს მიიღებს

Windows 10-ს უკვე 1 მილიარდი მომხმარებელი ყავს, რის აღსანიშნავადაც Windows-ის და Microsoft-ის მოწყობილობების მიმართულების ხელმძღვანელმა, პენოს პანაიმ საკუთარ ინსტაგრამზე ერთგვარი თიზერი გამოაქვეყნა, სადაც ოპერაციული სისტემის დიზაინის გაუმჯობესებული კომპონენტები ჩანს.

 

https://www.instagram.com/p/B97VqkXg0iN/?utm_source=ig_web_button_share_sheet

Windows 10-ში სულ უფრო მეტად იგრძნობა Fluent Design-ის გავლენა, რომელიც ფერთა უფრო „რბილ“ პალიტრას იყენებს. ვიდეოს მიხედვით განახლებულ Windows-ში შემცირდება ე.წ „ცოცხალი ფილების“ გავლენა, განახლდება სისტემური ხატულები (icon-ები) და სრულად გათანამედროვდება ფაილების მენეჯერი, რომელიც წლების შემდეგ დიზაინის ყველაზე მასშტაბურ ცვლილებებს განიცდის.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

წინა სტატია

ევროკავშირი სთრიმინგ სერვისებს ვიდეოს ხარისხის შემცირებას სთხოვს

შემდეგი სტატია

ინტერნეტ მომხმარებელთა ნაწილს მომსახურება შეფერხებით მიეწოდება

შეთავაზებული სტატიები

სავაჭრო ომი გრძელდება — ტრამპის სანქციები, ამჯერად Xiaomi-საც შეეხო

Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-მა სანქცირებული კომპანიების სიაში 9 ჩინური კომპანია, მათ შორის ავიამშენებელი Comac და ელექტრონიკის მწარმოებელი Xiaomi შეიყავანა.…
გაიგე მეტი

მორდორის ქრონიკა — რუსეთში YouTube-ის აკრძალვისთვის ემზადებიან

რუსეთის ფედერაციის დუმის კომიტეტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც რუსული მედიასაშუალებების ცენზურისთვის საპასუხო სანქციებს ითვალისწინებს. კანონპროექტის თანახმად, გენერალური პროკურორი და…
გაიგე მეტი

მაიკროსოფტი Windows 10 X-ში Modern Standby რეჟიმს ამატებს — რას ნიშნავს ეს

ლეპტოპების უმეტესობას ძილის რეჟიმიდან გამოსასვლელად რამდენიმე წამი სჭირდება. ამასთან ერთად, ძილის რეჟიმში ლეპტოპი არ ტვირთავს ახალ ელექტრონულ წერილებს,…
გაიგე მეტი
HTML tutorial HTML tutorial HTML tutorial


გაიგე პირველმა, გამოგვყევი ფეისბუქზე
მოწონება
Total
0
გაზიარება