Microsoft, აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს დამატებითი რეალობის სათვალეებს გადასცემს

ტექნოლოგიურმა კორპორაცია მაიკროსოფტმა, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ, ვირტუალური რეალობის ჩაფხუტების, HoloLens 2-ის ტენდერში გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

ტენდერის პირობებით, გამარჯვებულმა კომპანიამ, თავდაცვის სამინისტროს 100 000 დამატებითი რეალობის ჩაფხუტი 10 წლის განმავლობაში უნდა მიაწოდოს.

ჩაფხუტი ჯარისკაცს საშუალებას მისცემს დაინახოს სპეციალური ჰოლოგრამები, რომლებიც რეალურ გარემოსთან სრულ სინქრონში იქნება. სამხედროებს ჰოლოგრამებთან ინტეგრაცია ხმით ან სპეციალური ჟესტებით შეეძლებათ. სამხედროებს შორის კოორდინაციისთვის საჭირო კავშირს კი Microsoft Azure უზრუნველყოფს.

шлем дополненной реальности Microsoft

დამატებითი რეალობა მებრძოლებს საშუალებას აძლევს რეალურ დროში გადახედონ რუკას, კომპასს და დაინახოს გამოსახულება ინფრაწითელი კამერის საშუალებით. Reuters-ის ინფორმაციით, მოწყობილობებს სრულად აშშ-ის ტერიტორიაზე აწარმოებენ.

“IVAS გარნიტურა დაფუძნებულია HoloLens-ზე, რომელშიც ინტეგრირებულია Microsoft Azure-ის ღრუბლოვანი სერვისები”, — აცხადებს მაიკროსოფტის ტექნიკური სპეციალისტი, ალექს კიპმანი.

ტენდერის ღირებულება ჯამურად $21,9 მილიარდს შეადგენს.

წინა სტატია

Google “ქუქი ფაილების” ალტერნატივაზე მუშაობს — FLoC

შემდეგი სტატია

მზის სხივები COVID-19-ს 8-ჯერ უფრო სწრაფად ანადგურებს, ვიდრე აქამდე გვეგონა

შეთავაზებული სტატიები

Apple საკუთარ ვირტუალური რეალობის (VR) ჩაფხუტს გამოუშვებს

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი, ეფლი საკუთარ VR ჩაფხუტზე მუშაობს, რომელიც კომპანიის პროდუქტების სრულიად ახალ ხაზს დაუდებს სათავეს. “Apple Inc.-ის…
გაიგე მეტი

ელექტრონიკის გამოფენა CES 2021: ყველაზე საინტერესო 9 გაჯეტი

2021 წელს CES გამოფენა 11-14 იანვრის ჩათვლით, ონლაინ ფორმატში გაიმართება. სანამ მწარმოებლები საკუთარ ვირტუალურ შოურუმებს შემოგვთავაზებენ, შეგვიძლია მიმოვიხილოთ…
გაიგე მეტი
HTML tutorial HTML tutorial HTML tutorial


გაიგე პირველმა, გამოგვყევი ფეისბუქზე
მოწონება
Total
1
გაზიარება