fbpx
სხვადასხვა

Microsoft-ი Windows 10-ის ტესტირების პროცესს ცვლის

1 Mins read

კომპანია Microsoft-მა Windows Insider პროგრამის „ადრეული წვდომის“ არხში მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის ემზადება, რომელიც ახალი ფუნქციების ტესტირების ერთგვარ ბეტა არხად გარდაიქმნება.

ცვლილების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ფუნქციები, რომლებიც გაიტესტება „ადრეული წვდომის“ არხში შესაძლოა აღარ მოხვდეს ფინალური განახლების ანაწყობში. ცვლილება ძალაში 19536 ანაწყობიდან შევიდა, რომელიც ამ კვირის დასაწყისში გახდა ხელმისაწვდომი.

აღსანიშნავია, რომ ახალი ანაწყობის ტესტირებისთვის კომპანია დიდი ალბათობით Release Preview არხს გამოიყენებს.

აღნიშნული ცვლილებების შედეგად კომპანიას უფრო მეტი დრო ექნება ახალი ფუნქციების დასამუშავებლად Windows 10-სა და Windows 10 X-ზე.

უფრო ზუსტად კი, ცვლილებები ძირითადად ახალ ოპერაციულ სისტემას უკავშირდება, რომელიც მხოლოდ ახალი ტიპის მოწყობილობებზეა გათვლილი. „ადრეული წვდომის“ და უშუალოდ ოპერაციული სისტემის ტესტირების არხის ერთმანეთისგან გამიჯნვა Microsoft-ს უფრო მეტ ადგილს უტოვებს ექსპერიმენტებისთვის, რომლებიც ახალი ოპერაციული სისტემის ფუნქციურ ნაწილს უკავშირდება.

დაკავშირებული სტატიები
სხვადასხვა

სავაჭრო ომი გრძელდება — ტრამპის სანქციები, ამჯერად Xiaomi-საც შეეხო

1 Mins read
Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-მა სანქცირებული კომპანიების სიაში 9 ჩინური კომპანია, მათ შორის ავიამშენებელი Comac და ელექტრონიკის მწარმოებელი Xiaomi შეიყავანა. ამერიკელმა ინვესტორებმა ამ კომპანიების…
კიბერუსაფრთხოებასხვადასხვა

მორდორის ქრონიკა — რუსეთში YouTube-ის აკრძალვისთვის ემზადებიან

1 Mins read
რუსეთის ფედერაციის დუმის კომიტეტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც რუსული მედიასაშუალებების ცენზურისთვის საპასუხო სანქციებს ითვალისწინებს. კანონპროექტის თანახმად, გენერალური პროკურორი და მისი მოადგილე, საგარეო საქმეთა…
სხვადასხვა

მაიკროსოფტი Windows 10 X-ში Modern Standby რეჟიმს ამატებს — რას ნიშნავს ეს

1 Mins read
ლეპტოპების უმეტესობას ძილის რეჟიმიდან გამოსასვლელად რამდენიმე წამი სჭირდება. ამასთან ერთად, ძილის რეჟიმში ლეპტოპი არ ტვირთავს ახალ ელექტრონულ წერილებს, არ აახლებს სოციალური ქსელის…
Power your team with InHype

Add some text to explain benefits of subscripton on your services.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.