Microsoft-მა, დისტანციური სამუშაო პროცესების გასამარტივებლად, პლატფორმა Viva წარმოადგინა

კორპორაცია მაიკროსოფტმა ახალი ბიზნეს გადაწყვეტა შექმნა, რომელიც თანამშრომლების დისტანციურ სამუშაო პროცესს მნიშვნელოვნად გაამარტივებს.

“ჩვენ, დისტანციური მუშაობის ყველაზე დიდ ექსპერიმენტში ვმონაწილეობთ. უკან დასაბრუნებელი გზა აღარაა. მომავალში, ჩვენ უფრო მოქნილი არჩევანი გვექნება თუ საიდან, როდის და როგორ ვიმუშავებთ”, — მაიკროსოფტის აღმასრულებელი დირექტორი, სატია ნადელა.

Viva ინტეგრირებული იქნება Microsoft Teams-ში და ბიზნესის თითოეულ კომპონენტს ცენტრალიზებულად მოუყრის თავს. მაიკროსოფტი Viva-ს ოთხ ძირითად მოდულად ჰყოფს: Connections, Insights, Learning და Topics.

Microsoft запустила платформу Viva для упрощения рабочих процессов в условиях удалённой работы

Connections მოდული ითვალისწინებს შიდა კომუნიკაციასა და რესურსებს. ეს მოდული ახალ თანამშრომლებს მისცემს საშუალებას გაიცნოს საკუთარი თანამშრომლები დისტანციურად . ეს ერთგვარი პორტალია ახალ სამუშაო გარემოში მოსახვედრად. Viva Connections აგებულია Microsoft SharePoint ტექნოლოგიაზე და მასში გათვალისწინებულია ისეთი კომპონენტები, როგორებიცაა კომპანიის სიახლეები, რესურსები და თანამშრომელთა ჯგუფები. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის თანამშრომლებთან კომუნიკაციის მართვის პანელი.

Microsoft запустила платформу Viva для упрощения рабочих процессов в условиях удалённой работы

მოდული Viva Insights მოიცავს ანალიტიკურ მონაცემებს მენეჯერებისთვის, რაც საშუალებას იძლევა დავინახოთ მუშაობის მოდელები და ტენდენციები — ეს ყველაფერი კონფიდენციალობის მაღალი დონის გათვალისწინებით. მენეჯერები ნებისმიერ ანალიტიკურ მონაცემებს სამუშაო პროცესთან დაკავშირებით ხედავენ იდენტიფიკატორების გარეშე.

Microsoft запустила платформу Viva для упрощения рабочих процессов в условиях удалённой работы

მოდული Viva Learning თანამშრომლების უნარ-ჩვევების განვითარებისთვისაა შექმნილი. აქ შესაძლებელია განთავსდეს სასწავლო მასალები, კურსები და სხვა კონტენტი, რომელიც თანამშრომლებს კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმარება. კომპანიამ შესაძლოა გამოიყენოს LinkedIn Learning, Microsoft Learn-ის ან კომპანიის შიდა მასალები.

მოდული Topics ხელოვნურ ინტელექტზეა დაფუძნებული. იგი ავტომატურად აგენერირებს თემატურ “ბარათებს” დოკუმენტებით, ვიდეოფაილებითა და დაკავშირებული თანამშრომლებით. აღნიშნული პლატფორმა Microsoft 365 (ადრე, Office 365)-ის განუყოფელი ნაწილია.

Total
0
Shares
Previous Post

Xiaomi-ს ახალი უსადენო დამტენი მოწყობილობებს რამდენიმე მეტრის რადიუსში დამუხტავს

Next Post

Bloomberg-ის ინოვაციური ქვეყნების სტატისტიკა

Related Posts

Reddit განვითარების ახალ ეტაპზე გადადის

2021 წლის 8 თებერვალს, Reddit-მა განვითარების ახალი ეტაპი დააანონსა, რომელიც გლობალურად, სტრატეგიული ინვესტიციების მოზიდვასა და დაფინანსების რიგით მე-5…
გაიგე მეტი

დღეს, PayPal-ზე კრიპტოვალუტებით გადახდა გააქტიურდა

ჩვენ უკვე ვიცით, რომ PayPal კრიპტოვალუტებით გადახდების მხარდაჭერას გეგმავდა. ცოტა ხნის წინ, ონლაინ გადახდების აპლიკაციამ გამოაცხადა, რომ აშშ-ს…
გაიგე მეტი

Bloomberg-ის ინოვაციური ქვეყნების სტატისტიკა

Bloomberg-მა ქვეყნების ახალი ინოვაციურობის ინდექსი გამოაქვეყნა, რომლის პირველ ადგილს სამხრეთ კორეა იკავებს. მეორე და მესამე ადგილებს სინგაპური და…
გაიგე მეტი
Total
0
Share