Microsoft Build 2020 მხოლოდ ონლაინ რეჟიმში ჩატარდება

კომპანია Microsoft-მა მაისში დაგეგმილი ყოველწლიური დეველოპერული კონფერენცია Build 2020 გააუქმა. მის ნაცვლად, როგორც სხვა შემთხვევებში მხოლოდ ონლაინ კონფერენცია ჩატარდება. აღნიშნული ცვლილებები ახალი COVID-19 ვირუსის გავრცელებას უკავშირდება.

სპორტული ღონისძიებების, ფილმების გადაღებების და სხვა მრავალი ტექნოლოგიური თუ სამეცნიერო ყოველწლიური კონფერენციების გაუქმების ცნობების ფონზე Microsoft Build-ის გაუქმება აღარავის უკვირს. შეგახსენებთ, რომ კონფერენცია 19-21 მაისს, სიეტლში, ვაშინგტონის შტატში უნდა ჩატარებულიყო.

Verge-თან ინტერვიუში კომპანია აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ვაშინგტონის შტატისთვის გაცემულ რეკომენდაციებს ითვალისწინებს, რომელიც 250-მდე ადამიანის მონაწილეობით დაგეგმილ საჯარო ღონისძიებებს კრძალავს.

„საზოგადოების უსაფრთხოება ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ვაშინგტონის შტატის უსაფრთხოებისა და მისი მოსახლეობის ჯანმრთელობის გათვალისწინებით დეველოპერული ღონისძიება Build-ი ციფრულ ფორმატში ჩატარდება. ჩვენ მოუთმენლად ველით კომპანიის ეკოსისტემის გაერთიანებას უკვე ახალ ვირტუალურ ფორმატში რათა ვისწავლოთ, გავიჩინოთ ახალი კავშირები და ერთად ვწეროთ კოდი. ციფრული ღონისძიების ჩატარებასთან დაკავშირებით დეტალებს მოგვიანებით მოგახსენებთ“ — აღნიშნულია კომპანია Microsoft-ის ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ კომპანიამ Build-ის გარდა სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი ღონისძიებები გააციფრულა. ონლაინ რეჟიმში ჩატარდება ასევე Microsoft MVP Summit-ი და გეიმერებისთვის მნიშვნელოვანი E3. გასული კვირიდან Microsoft-ის თანამშრომლები დისტანციურ რეჟიმში, სახლებიდან მუშაობენ, რამაც Windows 10 20H1 გამოშვების თარიღზეც იქონია გავლენა.

Microsoft Build — დეველოპერული ყოველწლიური ღონისძიება, რომელზეც კომპანია კოდთან სამუშაო ახალ ხელსაწყოებსა და პროგრამული უზრუნველყოფის განახლებას წარმოადგენს. ღონისძიების ფარგლებში კომპანიის წარმომადგენლები დეველოპერებს Microsoft-ის პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების „გზამკვლევს“ გააცნობენ. წინა წლებისგან განსხვავებით კომპანია ნაკლებს საუბრობს Windows-ზე და უფრო მეტ დროს უთმობს ისეთი ტექნოლოგიების განვითარებაზე საუბარს, როგორებიცაა Azure, IoT, ჰოლოგრამები, ღრუბლოვანი ტექნოლოგიები და კროს-პლატფორმული პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

წინა სტატია

Intel-ის პროცესორებსა და ჩიპსეტებში უსაფრთხოების გამოუსწორებელი მოწყვლადობა აღმოაჩინეს

შემდეგი სტატია

სახლიდან მუშაობა და ინფორმაციული უსაფრთხოება

შეთავაზებული სტატიები

Surface Laptop Studio – მაიკროსოფტმა ახალი თაობის ლეპტოპი წარადგინა

22 სექტემბერს, მაიკროსოფტმა Surface ხაზის ახალი მოწყობილობები წარადგინა. Surface Laptop Studio სარფეის ოჯახის ახალი სახეა, რომელსაც ტაბლეტად გადაქცევა…
გაიგე მეტი

Apple-მა ახალი iMac M1 ჩიპით და ნათელი ფერებით წარადგინა

Apple–მა 20 აპრილს გამართულ ღონისძიებაზე განახლებული დიზაინის iMac Apple Silicon ჩიპით და კორპუსის ნათელი ფერებით წარადგინა, რომელიც ძველი,…
გაიგე მეტი

Google I/O დაბრუნდა

პანდემიის გამო, Google I/O 2021 ვირტუალურად ჩატარდება, რაც არაფერს ნამდვილად სჯობს, ვინაიდან კომპანიამ შარშან სრულად გააუქმა ღონისძიება. ტრადიციულად,…
გაიგე მეტი
HTML tutorial HTML tutorial HTML tutorial


გაიგე პირველმა, გამოგვყევი ფეისბუქზე
მოწონება
Total
0
გაზიარება