Microsoft-მა სოციალური მეწარმეობის მხარდამჭერი ახალი პროგრამა წარმოადგინა

21 თებერვალს კომპანია Microsoft-მა სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამა (Microsoft Global Social Entrepreneurship) დააანონსა. ახალი პროგრამა 140 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი და სოციალურ პრობლემებზე ორიენტირებული სტარტაპებისთვის ტექნოლოგიების, განათლების, კლიენტების მოძიებისა და გრანტების უზრუნველყოფას ითვალისწინებს. რამდენიმე სტარტაპმა უკვე გაიარა საკვალიფიკაციო ეტაპი და ინტენსიურად თანამშრომლობს Microsoft-თან.

OmniVus  — კომპანია, რომელმაც სმარტფონით ქოლერის აღმოჩენის სისტემა შექმნა, რისთვისაც წყლის რამდენიმე წვეთიც საკმარისია. ამჟამად სისტემას ბანგლადეშში იყენებენ.

„Zindi“ — კომპანია, რომელიც აფრიკის კონტინენტზე ე.წ machine learning კონკურსებს ატარებს სხვადასხვა AI გადაწყვეტების შესაქმნელად. პროექტში 10 000-მდე სპეციალისტია ჩართული. კომპანიის ერთ-ერთ პროექტად იქცა „Seabin“, რომლითაც ზღვის ზედაპირი ნახევარი მილიონი ტონა ნაგვისგან 800  ჭკვიანი დამჭერი ბადეებით გაიწმინდა.  Seabin-ი უკვე 52 ქვეყანაში მუშაობს და ზღვის ზედაპირიდან ყოველდღიურად 3,6 ტონა ნარჩენი გამოაქ.

იმისათვის, რომ სტარტაპი თავსებადი იყოს Microsoft-ის ახალ პროგრამასთან, სტარტაპის ბიზნესი სოციალური ან ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრაზე უნდა იყოს ფოკუსირებული. სტარტაპს უნდა ქონდეს პროდუქტი ან მომსახურება კორპორატიული სექტორისთვის. ასევე სტარტაპმა საკუთარ თავზე ხელოვნური ინტელექტის ეთიკური გამოყენების ვალდებულება უნდა აიღოს.

კვალიფიციური სტარტაპები Microsoft-ისგან უფასოდ ღრუბლოვან სერვისებს, მათ შორის $ 120 000 ღირებულების Azure-ს მიიღებენ. თითოეულ სტარტაპს საკუთარი მენეჯერი ეყოლება, რომელიც უზრუნველყოფს ბენეფიციარის მხარდაჭერას და სტარტაპს პოტენციური კლიენტების მოზიდვაში დაეხმარება.

პროგრამაში ჩართვა ქართულ სტარტაპებსაც შეუძლიათ.

სტარტაპის რეგისტრაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published.

Previous Post

Samsung-ის სმარტფონებისთვის Your Phone-ს კიდევ ერთი ექსკლუზიური ფუნქცია დაემატა

Next Post

Samsung-მა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევის გამო ქარხანა დახურა

Related Posts

თბილისი სტარტაპ ბიურო და Kedari Ventures სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ

თბილისი სტარტაპ ბიურო და „კედარი ვენჩერსი“ სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ. ორგანიზაციებმა სტრატეგიული პარტნიორების დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერს. ამასთან, მიმდინარე…
გაიგე მეტი

ქართული ბოტი, რომელიც ფოტოგრაფიას გასწავლით — ფოტო ჰაბი

პანდემიამ ადამიანების ყოველდღიური ქცევა ყველა მიმართულებით, მათ შორის სწავლის ნაწილშიც შეცვალა. სასწავლო დაწესებულებების უმეტესობა ონლაინ სწავლების რეჟიმზეა გადასული,…
გაიგე მეტი

ფიშინგ მეილების გამოვლენის ქართული სისტემა — ჰიპერიონი

კიბერუსაფრთხოება თითოეულ ქვეყანაში განსხვავებული სისწრაფითა და სპეციფიკით ვითარდება. ყოველი ქვეყანა ამ მიმართულებით ცდილობს წარმოადგინოს ისეთი ხელსაწყოები, რომლებიც ქვეყნის…
გაიგე მეტი
Total
0
Share