Microsoft Teams-ის მოხმარება 40%-ით გაიზარდა; ახალი შესაძლებლობები „გზაშია“

ბოლო მოვლენების შედეგად Microsoft Teams-ის მომხმარებელთა რაოდენობა 40%-ით გაიზარდა და ჯამში სერვისს უკვე 44 მილიონი ყოველდღიური მომხმარებელი ყავს.

ორშაბათს უპრეცედენტო ზრდის გამო Microsoft Teams-ი ვერ გაუმკლავდა დატვირთვას და გაითიშა, თუმცა ამჟამად სერვისი გამართულად მუშაობს.

დღეს, MS Teams-ი აქტიურად გამოიყენება ონლაინ სწავლებისა და დისტანციური მუშაობისთვის. გაზრდილი მოთხოვნის პარალელურად კომპანია Microsoft-ი სერვისში ახალ შესაძლებლობებს აანონსებს.

ხმაურის დახშობა

კორპორაცია Microsoft-ი წლის ბოლომდე ონლაინ შეხვედრებისას რეალურ დროში ხმაურის დახშობის შესაძლებლობას დაამატებს. ეს ნამდვილად საჭირო სიახლეა განსაკუთრებით მაშინ, როცა სახლში გყავთ ბავშვები და ცხოვებელები ან თუნდაც მაშინ, როცა თათბირის დროს ცდილობთ ჩუმად მიირთვათ ხრაშუნა ჩიფსი.

კორპორაცია მაიკროსოფტი ფონური ხმაურის ავტომატურ მოშორებას ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ახერხებს, რომელიც მიკროფონზეა ფოკუსირებული და აიგნორებს ირგვლივ არსებულ ხმაურს.

ხელის აწევა

წლის ბოლომდე MS Teams-ს დიდი ონლაინ ღონისძიებებისთვის „ხელის აწევის“ ფუნქცია დაემატება, რათა ლექციამ თუ სამუშაო შეხვედრამ მეტად ორგანიზებულ გარემოში ჩაიაროს. ეს დაგეხმარებათ კითხვის დასმის ან აზრის გამოთქმის სურვილი უფრო „ჩუმად“ დააფიქსიროთ.

სხვა სიახლეები

  • წვდომა ბოლოს განახლებულ ინფორმაციასთან (კალენდარი, ჩატები, განახლებები) და შეტყობინებების გაგზავნა ინტერნეტის გარეშე. ინფორმაცია ყველასთან განახლდება ინტერნეტთან დაკავშირებისთანავე.
  • ჯგუფების (Teams) მონაწილეთა რაოდენობა 5000-დან 10 000-მდე გაიზარდა
  • ინდივიდუალური ჯგუფური ჩატები 250 მონაწილესთან ერთად
  • Teams და Skype-ს შორის ჩატისა და ზარების ინტეგრირებული მხარდაჭერა
  • თანამშრომლების განრიგის შედგენა/გაფილტვრა
  • ჯავშნების სისტემის ინტეგრირება (Bookings) სამედიცინო დაწესებულებებისთვის და სხვა მომსახურების სფეროში მოღვაწე კომპანიებისთვის.

bookings app.png

ყველა სიახლე წლის განმავლობაში ეტაპობრივად გახდება ხელმისაწვდომი.

 

 

 

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published.

Previous Post

Microsoft-მა უმსხვილესი ბოტნეტი Necurs-ი გაანადგურა

Next Post

ევროკავშირი სთრიმინგ სერვისებს ვიდეოს ხარისხის შემცირებას სთხოვს

Related Posts

ირანი, კრიპტოვალუტის მაინერების გამო ელ.ენერგიის გარეშე დარჩა

ირანის მთავრობა დარწმუნებულია, რომ ქვეყნის რამდენიმე დიდ ქალაქში ელექტროენერგიის გათიშვა კრიპტოვალუტის მაინერებს უკავშირდება. მაინერების გამო ჩაბნელდა ისეთი ქალაქები,…
გაიგე მეტი

HoloLens-ი საქართველოშია: რას უნდა ველოდოთ

მოგეხსენებათ, რომ ტექნოლოგიური ბლოგი MSinfo-ს, Microsoft-ის პარტნიორი კომპანია „სმარტ ბიზნეს ჯორჯია“-ს და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევით…
გაიგე მეტი

ინდონეზიის პრეზიდენტი საჯარო მოხელეების ხელოვნური ინტელექტით ჩანაცვლების ინიციატივით გამოვიდა

ინდონეზიის პრეზიდენტი, ჯოკო ვიდოდომ სახელმწიფო სამსახურებში თანამშრომლების ნაწილის ხელოვნური ინტელექტით ჩანაცვლების განკარგულება გასცა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ასეთი სახით…
გაიგე მეტი
Total
0
Share