MS365: Yammer Communities-ში ახალი შესაძლებლობები დაანონსდა

კომპანია მაიკროსოფტი, საკუთარი სერვისის, Microsoft 365-ის აპლიკაციებში პლატფორმა Viva-ს ინტეგრაციას განაგრძობს. აღნიშნულმა ნაბიჯმა მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს თანამშრომლების ჩართულობა და გაამარტივოს კომპანიებისთვის ჰიბრიდულ სამუშაო მოდელზე გადასვლის პროცესი. სიახლეები Microsoft Teams-საც შეეხო.

Yammer-ის მოხმარება გასულ წელთან შედარებით გაორმაგდა და დღეს, მსოფლიო მასშტაბით, აღნიშნულ სერვისს ყოველთვიურად ათობით მილიონი აქტიური მომხმარებელი ყავს. ახალი ინტეგრაციები და შესაძლებლობები გააუმჯობესებენ Community გამოცდილებას, რაც საბოლოოდ Viva-ს პლატფორმაში გარდაიქმნება“, – აცხადებს Microsoft 365 მიმართულების ხელმძღვანელი, ჯეფ ტეპერი.

ვინაიდან მსოფლიოში პანდემია ჯერ არ დასრულებულა, ხოლო ჰიბრიდული სამუშაო მოდელი ახალ ნორმად იქცა, მაიკროსოფტმა Yammer Communities-ის Viva-ს პლატფორმაში და სხვა საოფისე პროგრამებში ინტეგრაციას უახლოეს თვეებში დაასრულებს. Viva Connections-ში წარმოდგენილი იქნება ყველა განცხადება და პოსტი, რომელიც საბოლოოდ ინტერაქტიული განხილვის გამოცდილებას შექმნის.

თანამშრომლებს საშუალება ექნებათ კონკრეტული საკითხის გარშემო უფრო ვრცელი “გვერდი” შექმნან, რომელიც გააერთიანებს კითხვებს, საინფორმაციო ბარათებს, განხილვებს, ექსპერტების პოზიციას და სხვა. Viva Topics-ის გევრდზე კი თანამშრომლებს საშუალება ექნებათ დასვან კითხვები, ხოლო პლატფორმა ავტომატურად განსაზღვრავს პასუხის გამცემს, რომელსაც შესაბამისი კომპეტენცია გააჩნია.

ასევე გაუმჯობესდება MS Teams-ის აპლიკაცია Communities, რომელშიც რამდენიმე ახალი ფუნქცია, მათ შორის “ღრმა მიბმა”, შეტყობინებები და რეკომენდებული Community სია გამოჩნდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ აპლიკაციის ინტერფეისის მოდერნიზაციაზე უკვე მუშაობენ და მალე იგი MS Teams-თან სრულ შესაბამისობაში იქნება.

გარდა ამისა, მაიკროსოფტი Yammer-ის ინტეგრაციას Outlook-შიც აპირებს. ეს მისცემს საშუალებას თანამშრომლებს შეუერთდენ ამა თუ იმ Live შეხვედრებს, ჩაერთონ ღია განხილვებში და გამოიყენონ ინტერაქციის უფრო მეტი შესაძლებლობა პირდაპირ Outlook-დან.

Microsoft Teams მიიღებს კითხვა-პასუხის რეჟიმის ახალ გამოცდილებას, რაც შეხვედრის მომხსენებელს საშუალებას მისცემს აწარმოოს ღია მოდერირებადი Q&A სესიები ვირტუალური შეხვედრების მსვლელობისას. ამ ფუნქციის საშუალებით, შეხვედრის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა დასვან კითხვები შეხვედრამდე, მისი მსვლელობისას და დასრულების შემდეგ.

სერვისი მომხსენებლებს/ორგანიზატორებს მისცემს საშუალებას აწარმოონ პარალელური ჩატის მოდერაცია, გასცენ პასუხი კითხვებს ეკრანზე და აირჩიოთ საუკეთესო პასუხები. აღნინშულ შესაძლებლობებს MS Teams-ის მომხმარებლები მომდევნო თვეში მიიღებენ. ეს ფუნქცია სასარგებლო იქნება ისეთი ტიპის შეხვედრებისთვის, როგორებიცაა დიდი ღონისძიებები, პრეზენტაციები და ვებინარები.

გარდა ამისა, Yammer Communities-ში კიდევ ორი ახალი ფუნქცია დაანონსდა. პირველი ითვალისწინებს ამა თუ იმ განხილვის ან ჯგუფის გვერდის “გამოწერას”, ხოლო მეორე აძლევს საშუალებას მომხმარებლებს, უფლების მინიჭების შემთხვევაში გამოაქვეყნონ პოსტი სხვა მომხმარებლის სახელით.

წინა სტატია

Netflix-ის მსახიობებისთვის და თანამშრომლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდა

შემდეგი სტატია

Huawei P50 სერია ოფიციალურად გამოვიდა

შეთავაზებული სტატიები

Google აპლიკაციების APK ფორმატს ცვლის — Android App Bundle

Google-ის დეველოპერების განცხადებით, 2021 წლის აგვისტოდან, ყველა ახალი აპლიკაცია, რომელიც Google Play Store-ში აიტვირთება, ტრადიციული APK-ს ნაცვლად, ახალ…
გაიგე მეტი

MS Teams-ს, მოწყობილობებს შორის ზარის გადართვის ფუნქცია დაემატა

Microsoft Teams-ში ზარების, მოწყობილობებს შორის გადართვის ფუნქცია უკვე ხელმისაწვდომია სერვისის სამაგიდე და მობილურ კლიენტებში. ზარის გადართვის ფუნქცია გაძლევთ…
გაიგე მეტი

MS Teams-ის ყოველთვიური მომხმარებლების რაოდენობა 250 მილიონს აღწევს

კორპორატიული საკომუნიკაციო/კოლაბორაციის პლატფორმა, Microsoft Teams-ის ყოველთვიური აუდიტორია 250 მილიონიან ნიშნულს მიუახლოვდა. 2021 წლის აპრილის თვეში, როცა კომპანიამ Teams-ის…
გაიგე მეტი
HTML tutorial HTML tutorial HTML tutorial


გაიგე პირველმა, გამოგვყევი ფეისბუქზე
მოწონება
Total
15
გაზიარება