Netflix წელს 40 ახალი ანიმეს გაშვებას აპირებს

Netflix–მა ტოკიოს AnimeJapan 2021 Expo–ს ფარგლებში, 40 ახალი ანიმეს გაშვებასთან დაკავშრებით, 27 მარტს განაცხადა. Bloomberg-ის თანახმად, გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს სერიალი Blood of Zeus-ის (ზევსის სისხლი) წარმატება.

ახალი სერიალები, რომლებსაც ანიმეს მოყვარულები წელს იხილავენ, მოიცავს იაპონური მანგას Record of Ragnarok–ის ადაპტაციას, რომლის პრემიერა ივნისში შედგება. Yasuke — ანიმე, აფრიკული სამურაების შესახებ ფეოდალური ხანის იაპონიაში, პრემიერის თარიღი 29 აპრილია. ასევე Resident Evil: Infinite Darkness — ვიდეო თამაშების ფრენჩაიზი. Netflix–მა უკვე დააანონსა ახალი ანიმე სერიალი The House of Househusband, რომელიც ასევე იაპონურ მანგაზეა დაფუძნებული — მისი დებიუტი 8 აპრილს შედგება. Variety აღნიშნავს, რომ წელს Netflix- ზე საჩვენებელი ანიმეების რაოდენობა 2020 წელთან შედარებით, თითქმის ორჯერ მეტია.

Bloomberg-ის განცხადების თანახმად, მსოფლიო მასშტაბით, ანიმეს ბაზარმა, გასულ წელს $23 მილიარდს მიაღწია და სავარაუდოდ 2025 წლისთვის $36 მილიარდზე მეტს მიაღწევს. აღსანიშნავია, რომ Sony–მ დეკემბერში ანიმე ვიდეო საიტის, Crunchyroll-ის თითქმის $1,2 მილიარდად შეძენა დააანონსა, თუმცა აშშ–ს იუსტიციის დეპარტამენტის ანტიმონოპოლური გამოძიების გამო, აღნიშნული შესყიდვა შეფერხდა. New York Times–ის თანახმად, Netflix–ზე ანიმეების მაყურებელთა რაოდენობა 2019 წლიდან დღემდე 50%-ით გაიზარდა.

Total
0
Shares
Previous Post

ადამიანები “ტელეპორტირებას” 2030 წელს შეძლებენ — ცუკერბერგი

Next Post

ProductTank: პროდუქტების მენეჯმენტი, როგორც პროფესია

Total
0
Share