Apple Watch Series 5 ძველ პროცესორზე მუშაობს

კომპანია Apple-მა საკუთარი ბოლო თაობის ჭკვიან საათში ახალი ფუნქციები და უმნიშვნელო გაუმჯობესება გვაჩვენა. თუმცა განახლება Series 5-ის პროცესორს არ შეხებია.

აღნიშნული ფაქტი დეველოპმენტ გარემო Xcode-ის ბოლო ვერსიაში დასტურდება.

როგორც ერთ-ერთი დეველოპერი აღნიშნავს, Apple Watch Series 5 იგივე ძირითად და გრაფიკულ პროცესორს იყენებს, რაც კომპანიამ თავის დროზე Apple Watch Series 4-ში გამოიყენა.

„Xcode-ის მიხედვით, Apple Watch Series 5-მა მიიღო იგივე პროცესორი და გრაფიკა, რაც Apple Watch Series 4-ს აქვს. თუ სწორად გავიგე, ახალი საათის გაუმჯობესება მხოლოდ გიროსკოპის და NAND ტიპის 32 გბ-იანი მეხსიერების დამატებაში მდგომარეობს“— აღნიშნავს დეველოპერი საკუთარ Twitter-ზე.

ამასთან ერთად Apple Watch Series 4-ს და Series 5-ს აპლიკაციების მოხმარებისას თუ watchOS-ის სხვა ფუნქციებით სარგებლობისას  ერთნაირი წარმადობა აქვთ.

Apple-ის ოფიციალურ საიტზე აღნიშნულია, რომ Apple Watch Series 5-მა „64-ბიტიანი 2-ბირთვიანი პროცესორი S5 მიიღო“, რომელიც S3-ზე 2-ჯერ უფრო სწრაფია“.  საქმე იმაშია, რომ „პროცესორი S5“ სრულ სისტემას გულისხმობს, რომელიც ჩიპზე (SoC) მუშაობს და ისეთ კომპონენტებს მოიცავს, როგორებიცაა დისპლეის კონტროლერი და ჩაშენებული კომპასი. Apple Watch-ის მე- 4 თაობის საათი „S4 SoC“ -ზე მუშაობს, მაგრამ ზემოთაღნიშნული გაუმჯობესების გარეშე და იგივე პროცესორით.

დიდი ალბათობით Apple-ს ინჟინრებმა წელს მეტი ყურადღება იმ მიმართულებებს დაუთმეს, რომლებიც კომპანიას ახალ მომხმარებლებს გაუჩენს. CNBC-ს ანგარიშიდან ირკვევა, რომ Apple Watch-ის მომხმარებელთა 70% მას პირველად ყიდულობს.

ეს ყველაფერი კი ნიშნავს იმას, რომ Series 4-ის მომხმარებლები საკუთარ Apple Watch-ს მომდევნო წელს ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე გამოიყენებენ.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published.

Previous Post

ხუთი მიზეზი, რატომ არ უნდა იყიდოთ ახალი iPhone 11 Pro

Next Post

Microsoft-მა დეველოპერებისთვის ახალი ფონტი Cascadia Code წარმოადგინა

Related Posts

Apple ქარხნული წუნის მქონე iPhone 6s-ს და iPhone 6s Plus-ს უფასოდ შეაკეთებს

კომპანია Apple-მა ახალი არასაგარანტიო შეკეთების პროგრამას იწყებს. აღნიშნული სიახლე iPhone 6s-ს და iPhone 6s Plus-ს შეეხება. რა შემთხვევაში…
გაიგე მეტი

Surface Duo— ინტერვიუ იდეის ავტორთან

2 ოქტომბერს Microsoft-ის მოწყობილობების დანაყოფის ხელმძღვანელმა, პენოს პანაიმ Surface Duo წარმოადგინა. მოულოდნელი ანონსის შემდეგ  მოწყობილობასთან დაკავშირებით საზოგადოებას გარკვეული…
გაიგე მეტი

Nvidia ახალ GTX 1660 Super-ს და GTX 1650-ს ამზადებს

Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, 2019 წელს RTX-ის გარეშე ვიდეობარათის შეძენა ყველაზე დიდი უგუნურებაა. ამისდა მიუხედავად ვიდეობარათების უმსხვილესი მწარმოებელი…
გაიგე მეტი
Total
0
Share