Oracle/Google-ის სასამართლო პროცესი 24 მარტს გაიმართება

Oracle-ი Google-ის წინააღმდეგ აშშ-ის უზენაეს სასამართლოში საავტორო უფლებების საკითხზე საკუთარ მტკიცებულებებს წარმოადგენს. Oracle-ი კომპანია Google-ს პროგრამირების ენა Java-დან 11500 სტრიქონის მითვისებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ Android-ში Java-ს მხარდაჭერის უზრუნველყოფა შესაბამისი ლიცენზიის გარეშე Google-ის მხრიდან „პლაგიატის“ თვალსაჩინო მაგალითია. სასამართლო დავაში მონაწილე ორივე მხარე საკუთარ მტკიცებულებებს 24 მარტს წარმოადგენს.

Google-ის და Oracle-ის სასამართლო პროცესი უკვე ათწლეულებს ითვლის და მასში არსებული მთავარი კითხვის შინაარსი ასეთია: შესაძლებელია თუ არა პროგრამირების ენა Java-ს ცალკეული ბლოკების საავტორო უფლებებით დაცვა? თუ ეს ასეა, მაშინ რამდენად კეთილსინდისიერად გამოიყენა სხვა კომპანიამ კოდის გარკვეული ნაწილი? Oracle-ის მტკიცებით Java რთულ და კრეატიულ პროდუქტს წარმოადგენს. Google-მა კი მისი კოპირება მხოლოდ საკუთრი ეკოსისტემის შექმნის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ გადაწყვიტა, რითაც Java გააუფასურა.

Oracle-ის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ თუ უზენაესი სასამართლო Google-ის მხარეს დადგება, საავტორო უფლებების არსებობა აზრს დაკარგავს და ნაშრომების მოპარვა ნებადართული იქნება. კომპანიის განცხადებით ასეთ შემთხვევაში აშშ-ის მიმართ, როგორც საავტორო უფლებების დამცველისადმი ნდობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

რაც შეეხება Google-ს, მას მრავალი ტექნოლოგიური ორგანიზაცია თუ კომპანია ამართლებს.  Google-ის მხარდამჭერების აზრით, Oracle-ის გამარჯვება ერთობლივი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის პროცესს მხოლოდ გაართულებს. აღნიშნულ დავაში კომპანიას მხარს IBM და Microsoft-იც უჭერენ, რომელთა თქმითაც Oracle-ის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილება გარკვეულ სირთულეებს მათაც შეუქმნის.

იმ შემთხვევაში თუ საქმეს Oracle-ი მოიგებს, Google-ს $9 მილიარდის გადახდა მოუწევს.

 

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published.

Previous Post

დროა თქვენი ბიზნესი ღრუბლებში გადაიტანოთ

Next Post

Tesla-მ მეორადი Model S-ის მფლობელს ავტოპილოტის ფუნქცია აღუდგინა

Related Posts

სავაჭრო ომი გრძელდება — ტრამპის სანქციები, ამჯერად Xiaomi-საც შეეხო

Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-მა სანქცირებული კომპანიების სიაში 9 ჩინური კომპანია, მათ შორის ავიამშენებელი Comac და ელექტრონიკის მწარმოებელი Xiaomi შეიყავანა.…
გაიგე მეტი
Total
0
Share