Parler ძალადობის წახალისებისთვის Amazon-ის ჰოსტინგიდან გაითიშება

2021 წლის 8 იანვარს სოციალური ქსელი Parler-ის აპლიკაცია Google Play მარკეტიდან ამოიღეს, მომდევნო დღეს იგივე ზომები ეფლმაც მიიღო.

ამაზონი მხარს უჭერს სოციალური ქსელის ბლოკირებას. კომპანიის განცხადებით, Parler მათი ჰოსტინგიდან უახლოეს მომავალში გაითიშება.

ტექნოლოგიურმა გიგანტებმა Parler-ის წინააღმდეგ ზომები მას შემდეგ მიიღეს, რაც სოციალური ქსელის დეველოპერებმა უარი თქვეს მოდერაციის გამკაცრებასა და არასასურველი კონტენტის დაბლოკვაზე, რომელიც ძალადობის წახალისებას უწყობდა ხელს.

სქრინშოთები Parler-იდან

აღსანიშნავია, რომ Parler-ის წესების მიხედვით, პლატფორმაზე აკრძალულია ყველა პუბლიკაცია, რომელიც უკანონო ქმედებებს და ძალადობას ახალისებს, თუმცა ფაქტობრივი გარემოებები საპირისპიროს ამტკიცებენ.

Twitter-ზე გამოქვეყნებული სქრინშოთების მიხედვით, Parler-ზე ძალადობის და უკანონო ქმედებების წამახალისებელ პოსტებს არავინ შლის.

ეფლმა განმარტა, რომ მათი აპლიკაციების მარკეტში აპლიკაცია არ დაბრუნდება, სანამ სოციალურ ქსელში არ იქნება უზრუნველყოფილი მოდერაციის საჭირო დონე.

გუგლის განცხადებით კი, Parler-ს არანაირი სურვილი არ აქვს ხელი შეუშალოს აშშ-ში ძალადობისა და უკანონო ქმედებების წახალისებას.

Parler-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჯონ მატცე აფრთხილებს მომხმარებლებს, რომ გათიშვა დაახლოებით 1 კვირა გაგრძელდება. ამჟამად კომპანიის სპეციალისტები სოციალური ქსელის 0-დან აღდგენაზე მუშაობენ, რათა გადაიტანონ ინფრასტრუქტურა ამაზონის ჰოსტინგიდან bare metal-ზე.

“კვირას, ამაზონი ყველა ჩვენს სერვერს გათიშავს, რაც ინტერნეტში სიტყვის თავისუფლებას შეზღუდავს. ტექნოლოგიური გიგანტების კოორდინირებული თავდასხმა ჩვენს სოციალურ ქსელზე მოტივირებულია ბაზარზე კონკურენციის განადგურების სურვილით. ჩვენ ძალიან სწრაფად მივაღწიეთ წარმატებას. ეს ბრძოლა გაგრელდება, ბრძოლა ჯანსაღი კონკურენციისა და სიტყვის თავისუფლებისთვის — ჩვენ ამ თამაშიდან არ გავდივართ”, — წერს ჯონ მატცე.

შეგახსენებთ, რომ კაპიტოლიუმში განვითარებული მოვლენების შედეგად, Twitter-მა დონალდ ტრამპის ანგარიში “ძალადობის წახალისების რისკის” გამო დაბლოკა. იგივე ბედი ეწია აშშ-ის პრეზიდენტის ანგარიშებს ფეისბუქსა და ინსტაგრამზე. ამის პასუხად, დონალდ ტრამპმა საკუთარი სოციალური პლატფორმის სურვილი გამოთქვა.

Total
0
Shares
Previous Post

იაპონიაში პლასტმასი საწვავად და ცვილად გარდაქმნეს

Next Post

ელექტრონიკის გამოფენა CES 2021: ყველაზე საინტერესო 9 გაჯეტი

Related Posts

Swipe Night: Tinder-ი ინტერაქტიულ სერიალს უშვებს

Tinder-ის შემქმნელი კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, კაილ მილერი ინტერაქტიული სერიალის გამოშვებას აანონსებს. The Verge-ის ცნობით აღნიშნული სერიალის პირველი სერია…
გაიგე მეტი

Android-ის Chrome-ში ნივთების ფასებზე დაკვირვების ფუნქცია დაემატა

Android-ის ოპერაციულ სისტემაზე გამოსულ Chrome 90-ში სასურველ ნივთების ფასზე დაკვირვების ფუნქცია გამოჩნდა, რომელიც დაუყოვნებლივ შეგატყობინებთ ნებისმიერ ცვლილებას. თუმცა,…
გაიგე მეტი

Microsoft Authenticator-მა დიდი განახლება მიიღო და პაროლების მართვა გაამარტივა

კომპანია მაიკროსოფტმა საკუთარი Authenticator აპლიკაციისთვის დიდი განახლება გამოუშვა. განახლების მთავარ სიახლეს სხვადასხვა საიტებზე და აპლიკაციებში ლოგინისა და პაროლის…
გაიგე მეტი
Total
0
Share