Microsoft-მა დამხმარე პროგრამების კრებული PowerToys გამოუშვა

რამდენიმე თვის წინ Microsoft-მა დამხმარე პროგრამების (უტილიტების) კრებულის— PowerToys-ის აღდგენა დააანონსა, რომელიც Windows XP/95-ის დროს მომხმარებლებს ოპერაციულ სისტემაში დამატებით შესაძლებლობებს ანიჭებდა. PowerToys-ის პირველი საცდელი ვერსია უკვე ხელმისაწვდომია და მასში საწყის ეტაპზე ორი უტილიტა გელოდებათ.

აქედან პირველს FancyZones ქვია. აღნიშნული წარმოადგენს ფანჯრების მენეჯერს, რომელიც სამუშაო მაგიდის თქვენს მიერ შერჩეულ ზონებში ფანჯრების მიმაგრების შესაძლებლობას განიჭებთ ( ნაგულისხმევად გათვალისწინებულია ფანჯრების 2X2, 1X3 და 4X4 კონფიგურაციები). FancyZone-ში მომხმარებელს 4 ფანჯარაზე მეტის მიმაგრების შესაძლებლობა აქვს (საკმაოდ პრაქტიკულია მაღალი გარჩევადობის მქონე ეკრანებზე). ფანჯრების სტანდარტული პროპორციების გარდა მომხმარებელს თავად შეუძლია მათი ზომების განსაზღვრა.

მეორე უტილიტა მიმდინარე გახსნილ ფანჯარაში ხელმისაწვდომი ე.წ ცხელი ღილაკების (Hotkey/Shortcut) შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღების საშუალებას გაძლევთ. კომბინაციების სიის ნახვა Windows-ის ღილაკზე ხანგრძლივი დაჭერით შეგეძლებათ.

Microsoft-ი უახლოეს მომავალში PowerToys-ის ფარგლებში რამდენიმე ახალი დამხმარე პროგრამის დამატებასაც გეგმავს, ესენია: ახალ სამუშაო დაფაზე ფანჯრის გადატანის ვიჯეტი, პროცესების მუშაობის დასრულების დამხმარე პროგრამა, სამუშაო დაფაზე GIF-ების ჩაწერის უტილიტა და სხვები. PowerToys-ის გატესტვის სურვილის შემთხვევაში მისი გადმოწერა აქედან შეგიძლიათ. დამხმარე პროგრამების კრებული განთავსებულია GitHub-ზე და წარმოადგენს ღია კოდის მქონე პროგრამულ უზრუნველყოფას, რაც ნიშნავს იმას, რომ აღნიშნულ პროექტში დეველოპერებს საკუთარი კონტრიბუციის შეტანაც შეუძლიათ სხვადასხვა გაუმჯობესებებისა თუ იდეების სახით.

 

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published.

Previous Post

Your Phone-ში Windows 10-ზე მალე სატელეფონო ზარების ფუნქცია გამოჩნდება

Next Post

Apple-მა Google-ი iOS-ის შავ პიარში დაადანაშაულა

Related Posts

Google Meet-ის ულიმიტო გამოყენების შესაძლებლობა 30 ივნისამდე გახანგრძლივდა

გასული წლის გაზაფხულზე, როცა COVID-19-ით გამოწვეული პანდემია ძალებს იკრებდა, გუგლმა საკუთარი ვიდეოზარების სერვისის, Google Meet-ის ფასიანი შესაძლებლობები ყველა…
გაიგე მეტი

Facebook-მა თანამშრომლების სახის ამომცნობი აპლიკაცია შექმნა

Facebook-ის დამოკიდებულება სახის ამოცნობის ტექნოლოგიის მიმართ მუდმივად იცვლებოდა. ფაქტებს რომ გადავხედოთ მარტივად დავადგენთ, რომ წარსულში კომპანიის ენთუზიაზმი ამ…
გაიგე მეტი

Facebook-ი Instagram-ს და WhatsApp-ს სახელს უცვლის

Facebook-ის წარმომადგენლები ინფორმაციას WhatsApp-ის და Instagram-ის სახელის ცვლილების შესახებ ოფიციალურად ადასტურებენ. იმის შემდეგ, რაც Facebook-მა Instagram და WhatsApp-ი…
გაიგე მეტი
Total
0
Share